მოგზაურობა სამოთხის მსგავსი 5 კუნძული დედამიწაზე 2015, 5 აგვისტო, 13:55 მთელს პლანეტაზე მილიონობით კუნძული არის, მაგრამ მხოლოდ ერთეულები იმსახურებენ “საუკეთესოს" წოდებას. მშვენიერი პლიაჟები, უჩვეულოდ სუფთა წყალი, მარჯნული რიფები - ერთი სიტყვით ამ კუნძულებზე ყველაფერი არის. ტიომანი (მალაზია) ოკეანის ხელშეუხებელი ბუნება, მითიური სილამაზის კუნძულს, განსაკუთრებულ იდუმალებას ანიჭებს. კუნძულის ირგვლივ მარჯნის დიდი რიფია, რომელიც სილამაზით და მრავალფეროვნებით მნახველებზე დიდ შდაბეჭდილებას ახდენს. წყალი აქ იმდენად სუფთაა, რომ ხილვადობა 35 მეტრამდე აღწევს. აქ მსოფლიოში საუკეთესო პლიაჟები და აუწერელი სილამაზის პეიზაჟებია. ბარბადოსი 34 კმ. სიგრძის და 23 კმ. სიგანის კუნძული, ატლანტის ოკეანესა და კარიბის ზღვას შორის მდებარეობს. აქ თეთრი ქვიშა, სუფთა ლაჟვარდოვანი ზღვა, საუცხოვო პლიაჟები, ტროპიკული ბუნება და მთელი წლის მანძილზე, რბილი კლიმატური პირობებია. კუნძულის ირგვლივ ულამაზესი მარჯნული რიფების სარტყელი.
შეუდარებელი პლიაჟები, გამაგრილებელი ოკეანის ნიავი. მუდმივი ზაფხულის და ლაჟვარდოვანი უბეების კუნძული. მას ულამაზესი სანაპირო ხედები აქვს და ირგვლივ მარჯნული რიფები აკრავს. ვულკანური წარმოშობის კუნძულზე, წითელი ნიადაგი და ხასხასა მწვანე ბალახია, რომელიც ულამაზეს ფონს უქმნის ოკეანის მუქ ლურჯ წყალს. ბორა - ბორა (ტაიტი) წარმოუდგენელი მიმზიდველობის ადგილი, რომელიც უბრალოდ კუნძული კი არა, ცენტრალური კუნძულია უამრავ პატარა კუნძულს შორის, რომლებსაც საერთი სახელი -“მოტუ" ჰქვიათ. ბორა-ბორა ვულკანური წარმოშობის კუნძულია და მდებარეობს ლაგუნის ცენტრში. კუნძულის ირგვლივ წყალი მუდმივად მშვიდია, რადგან ის ტალღებისგან და ოკეანის ღელვისგან, ლაგუნის სანაპიროებით არის დაცული. ლაგუნის შიგნით, კუნძულებს შორის, ულამაზესი მარჯნული რიფებია. მუსა-კეი (ბაჰამები) გამჭვირვალე წყალი, მარჯნული რიფები კილომეტრობით, ენით აუწერელი სილამაზის ბუნება, კაშკაშა ფერის ზღვა და ცა, ხასხასა მწვანე მცენარეები და ამ ყველაფერს ემატება კუნძულზე მდებარე ახალგაზრდობის ფანტანი - საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადგილი დედამიწაზე არსებობს. კუნძული კერძო საკუთრებაშია. მასზე მხოლოდ 20 ვილა მდებარეობს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ქირავდება, მაგრამ გადასახადი იმდენად ძვირია, რომ შეიძლება ითქვას: ამ კუნძულზე გადის ზღვარი მილიონერებსა და მილიარდელებს შორის. 480 6-ს მოსწონს 1-ს არა
|