x
ფიზიოგნომია ანუ სიცრუისა და სიმართლის მეცნიერება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოგადგებათ
image ფიზიოგნომია - ალბათ ცოტას თუ გაუგია ეს სიტყვა, მაგრამ
ვისაც სმენია ამ მეცნიერების შესახებ დარწმუნებული ვარ აუცილებლად დააინტერესებდა. ეს არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ემოციებს, ჟესტებსა და მიმიკებს. ეს მეცნიერება სათავეს დარვინის დროიდან იღებს, თუმცა მისთვის ყურადღება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე არავის მიუქცევია. მეცნიერმა და ფსიქოლოგმა, პაულ ეკმანმა, ეს მეცნიერება უფრო გაამდიდრა და ყოველდღიურ ცხოვრებაში
შემოიტანა. ამ მეცნიერებას იყენებენ სასჯელაღსრულებაშიც.
დამერწმუნეთ, თუ გსურთ გაარკვიოთ გატყუებთ თუ არა ადამიანი, მაშინ ფიზიოგნომია ძალიან გამოგადგებათ. ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ტყუილისა და ფიზიოგნომიის შესახებ:


1. ალბათ გგონიათ, რომ როცა ადამიანი იტყუება ის თვალს არიდებს მოსაუბრეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მატყუარა თვალის კონტაქტს აძლიერებს, imageიმიტომ რომ აინტერესებს უჯერებს თუ არა მას მოსაუბრე.

2. როცა ადამიანი თავისი ემოციის დაფარვას ცდილობს, მაშინ მის სახეზე აღიბეჭდება

მიკროექსპრესიები, ანუ ძალიან მოკლე ხნიანი ემოციები, რომელიც წამის მეხუთედი გრძელდება.


3. არსებობს შვიდი მიკროექსპრესია: ზიზღი, აბუჩად აგდება, სიხარული, მოწყენილობა, გაკვირვება, შიში, ბრაზი.

4. როცა ადამიანი საუბრის დროს თავის ხელს ეფერება, მაშინ ის თავს იმშვიდებს, რადგან თავისივე ნათქვამის არ სჯერა.

image
5. მამაკაცებს აქვთ ცხვირში ქსოვილი, რომელიც მაშინ ეფხანებათ როცა იტყუებიან.

image6. ერთ ემოციას არაფრის მოცემა შეუძლია, ამისათვის საჭიროა ჟესტების კომბინაცია.

7. მსოფლიოში საუკეთესო პოლიგრაფიც კი ცდება, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს რაიმე ძლიერი გრძნობა გაუჩნდება, მაგალითად შიში, ზიზღი, აღზნება და ა.შ.

8. აფრიკელები იმისათვის, რომ გაეგოთ ტყუოდა თუ არა ადამიანი ძალიან საინტერესო ხერხს იყენებდნენ. ისინი დამნაშავეს ხელში აჭერინებდნენ კვერცხს და თუ კვერცხი გატყდებოდა მაშინ მას დამნაშავედ თვლიდნენ.

9. ჩინეთშიც მიმართავდნენ მსგავს მეთოდს დამნაშავის განსასჯელად. დამნაშავეს პირში უდებდნენ ბრინჯს და თუ სასამართლოს შემდეგ ბრინჯი მშრალი დარჩებოდა, მას დამნაშავედ მიიჩნევდნენ.

image

10. ინდოეთში დამნაშავეს გონგზე არტყმევინებდნენ და თუ ძლიერად მოუვიდოდა დარტყმა, დამნაშავედ თვლიდნენ.

11. სახეზე არის 43 კუნთი, რომელსაც 10 000 გამომეტყელების მიღება შეუძლია.

12. მაიმუნები ერთადერთი ცხოველები არიან რომლებსაც გააჩნიათ ისეთივე სახის გამომეტყველება, ემოციები და მიმიკები როგორიც ადამიანს.

image

5
579
5-ს მოსწონს
ავტორი:ნანო ბლიაძე
ნანო ბლიაძე
579
  
2015, 5 აგვისტო, 23:56
წარმატებები :)
2015, 5 აგვისტო, 22:01
აუცილებლად მალე გამოვაქვეყნებ. დიდი მადლობა პოზიტიური შეფასებისთვის. ძალიან დიდი სტიმული მომეცით. ☺☺☺
2015, 5 აგვისტო, 21:55
ხოდა ერთი მკითხველი ჩემი სახით გელოოდება.აი სერიალი რომ გადიოდა- მომატყუე- ძალიან მიყვარდა
2015, 5 აგვისტო, 21:46
ფიზიოგნომია ჩემი ჰობია და კიდევ ბევრი რამე ვიცი ამის შესახებ. ძალიან ბევრი რამ დარჩა და შემდეგი სტატიებისთვის ვინახავ უფრო საინტერესო ფაქტებს ☺☺☺^_^
2015, 5 აგვისტო, 16:57
ძალიანს საინტერესო საკითხი იყო,ისე ცოტა მეტ ინფორმაციას ველოდი
0 1 5