საზოგადოებრივი მსოფლიო ისტორიის ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტი: დევიდ რეიმერი 1965-2004 2015, 5 აგვისტო, 9:53 ამ სტატიით ვასრულებთ ყველაზე არაეთიკურ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტების განხილვას. როგორც ცნობილია, 90-იან წლებში მიმდინარეობდა მსოფლიო ომები და გავრცელებული იყო საშინელი დაავადებები ამასთანავე ტარდებოდა საშინელი ექსპერიმენტები, რომლებიც ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. 90-იანი წლების ექიმები დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდ საშინელ ექსპერიმენტებს აწყობდნენ, ეს იმის დასტურია რომ მაგ პერიოდში მათ საერთოდ არ ჰქონდათ ღმერთის შიში.. ამ სტატიაში განვიხილავთ 10 საშინელი ფსიქოლოგიური ექსპერიმეტიდან ბოლო, მეათე ექსპერიმენტს. ამას წინათ განვიხილეთ 9 ექსპერიმენტი. ეს უკანასკნელი არის არაეთიკურ ექსპერიმენტებს შორის "ყველაზე არაეთიკური" 1965 წელს კანადაში დაიბადა ბავშვი, სახელად დევიდ რეიმერი. რვა თვის ასაკში იგი, ჩვეულებრივ, წინადაცვეთის პროცედურაზე მიიყვანეს. პროცედურის დროს ექიმებს საშინელი შეცდომა მოუვიდათ და ჩვილის საზარდული დაეწვათ. ეს იმის ბრალი იყო, რომ მათ წინადაცვეთისთვის ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად ელექტრო დანა გამოიყენეს. როდესაც მშობლები ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ რჩევის საკითხავად, მან პრობლემის მარტივი გადაწყვეტა, ბავშვისთვის სქესის შეცვლა ურჩია. მშობლები ძალიან დაბნეულები იყვნენ მომხდარის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ პროცედურის ჩატარებაზე. მათ არ იცოდნენ, რომ ფსიქოლოგის ნამდვილი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ადამანის სქესზე მოქმედებს გარემო და არა ბუნება. საკუთარი, ეგოისტური მიზნის გამო ფსიქოლოგმა დევიდი საცდელ ობიექტად აქცია. დევიდს, ახლა უკვე ბრენდას, ხელოვნური ვაგინა განუვითარეს და ჰორმონებზე „შესვეს“. დოქტორი მანი ექსპერიმენტს წარმატებულად მიიჩნევდა და უგულებელჰყოფდა ქირურგიული ჩარევის უარყოფით შედეგებს. ბრენდა იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მშობლებმა მას არ აცნობეს ჩვილობისას მომხდარ ინციდენტზე, რამაც ოჯახიში საკმაოდ ძლიერი რყევა გამოიწვია. დედა სუიციდისადმი მიდრეკილი იყო, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი საშინლად დეპრესიული. საბოლოოდ, თოთხმეტი წლის ასაკში, ოჯახმა უთხრა მას მისი ნამდვილი სქესის შესახებ. ბრენდამ ისევ დევიდად გადაქცევა გადაწყვიტა, ჰორმონების მიღებას თავი დაანება და პენისი აღიდგინა. დოქტორი მანი კი ისევ წარმატებულს უწოდებდა ექსპერიმენტს და არაფერს ამბობდა დევიდის ტანჯვის შესახებ. ეს იყო 90 -იანი წლების ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტი 935 9-ს მოსწონს 1-ს არა
|