x
image
ციცი
Mediator image
ზალიკო ბერგერის შექმნილი სექსუალური კაბა ნინა წკრიალაშვილმა წარადგინა

image

2 აგვისტოს აჭარაში გაიმართა Fashion Week 2015-ის ჩვენება, სადაც თავისი ახალი კოლექციით წარსდგა ყველასათვის კარგად ცნობილი დიზაინერი ზალიკო ბერგერი. იგი ქართული ელიტის ყველაზე პოზიტიური და ხალისიანი წარმომადგენელია. ძალიან ცოტას თუ ნახავთ, რომ მისი პიროვნების შესახე

უარყოფითად საუბრობდეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ზალიკოს გემოვნების შესახებაც, რაზეც ნამდვილად ვერ ვიდავებთ. იგი განგებამ მართლაც დააჯილდოვა ამ დიდი ნიჭით, რასაც ვერ დავუკარგავთ. ჩვენებაზე ზალიკოს კაბები გამოირჩეოდა სექსუალურობითა და დახვეწილობით. ისინი არ არის გადატვირთული და მათში თავს ნებისმიერი ქალი სრულყოფილად და კომფორტულად იგრძნობს. აჭარაში გამართულ Fashion Week 2015-ზე წარსდგა მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილიც. იგი შეგახსენებთ, რომ დიდიხანია ზალიკო ბერგებრთან მეგობრობს. ულამაზესმა ნინამ ჩვენებაზე წარადგინა ზემოთ აღნიშნული დიზაინერის ასევე ულამაზესი შავი კაბა, რასაც ალბათ დიდი მოწონება მოჰყვა. ეს კაბა ნამდვილად მდიდრულად გამოიყურებოდა და კოლექციის სხვა კაბებისგან გამოირჩეოდა. ასე რომ ნინას ერგო პატივი ამ კაბის ჩაცმის. ნინა გამოიყურებოდა მართლაც უმშვენიერესად და შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ კაბას ავსებდა თავისი ქალურობით, კაბა კი ნინას უფრო მეტ მშვენიერებას ჰმატებდა. ზალიკო ბერგერი თავის "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" გვერდზე აქვეყნებს სურათებს, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილებული აქვს ნინაზე და მის კაბაზე. მოდით ვნახოთ რამოდენიმე კაბა დიზაინერის ახალი კოლექციიდან და ზალიკოს მივულოცოთ კიდევ ერთი წარმატება.

imageimageimageimageimageimage

0
728
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0