x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იგავი კაცის და გველის მეგობრობაზე
ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ერთი ძალიან ღარიბი კაცი. ამ კაცს ჰყავდა ერთი

ბიჭი, ძალიან ხელჩავარდნილები იყვნენ, პურის ფულიც არ ჰქონდათ.

კაცმა ყველგან სცადა მუშაობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, გაუნათლებელ ადამიანს

ვინ მიიღებდა სამუშაოდ? რა თქმა უნდა არავინ!



image


ამ ღარიბ კაცს ჰყავდა ცოლი, ვისგანაც შეეძინა ვაჟი, ცოლმა მალევე მიატოვა, რადგან

ასეთ სიღარიბეში ცხოვრებით უკმაყოფილო იყო და ამ კაცსაც მარტოდ უწევდა ვაჟის

აღზრდა. კვირაში ხანდახან სამი ან ოთხი დღეც გასულა რომ მამა-შვილს მშიერს

დაუძინებიათ. მამა კიდევ ითმენდა, მაგრამ შვილი? ამ ყველაფერზე კაცი დიდხანს

ფიქრობდა და გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა. შვილი ერთ შორეულ ნათესავს

დაუტოვა 6 თვით. მას იმედი ჰქონდა რომ ცხოვრებაში მიაღწევდა წარმატებას ან

ბევრი თუ არა უბრალოდ პურის ფული მაინც ექნებოდა, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ

ჩაიარა, კაცი 6 თვე ამუშავეს და შემდეგ უფულოდ უკან გამოაგდეს. ამ გაჭირვებულ

საცოდავს კიდევ ეს უნდოდა??? უკან მობრუნებულმა დაიწყო მათხოვრობა.

მაგრამ ამ მათხოვრობითაც არაფერი გამოდიოდა, მას ფულსაც არავინ არ აძლევდა.

მთელი დღის განმავლობაში ნახევარი პურის ფულსაც კი ვერ აგროვებდა. კაცს უკვე

ფიქრიც აღარ შეეძლო. ერთ მშვენიერ დღეს სახლთან ახლოს მდებარე ტყეს მიადგა

თავისი დარდი ტყეს უამბო, ამასობაში პატარა სოროდან გველი გამოძვრა.


image


კაცს თავიდან ძალიან შეეშინდა, მაგრამ შემდეგ გველთან მოახერხა საერთო ენის

გამონახვა, დაჯდა და მოუყვა ყველაფერი ამ გველს. გველიც გულისყურით უსმენდა

მას. გველმა კაცს დახმარება და მეგობრობა შესთავაზა, კაცს ძალიან გაუკვირდა,

მაგრამ დათანხმდა, ცოტახანში გველი შეძვრა სოროში და გამოიტანა ოქროს მონეტა,

რომელიც ამ კაცს აჩუქა და უთხრა:

"დღეიდან ჩვენ მეგობრები ვართ, აჰა ეს მონეტა და იყიდე პური, რათა შენს შვილს

არ მოშივდეს, იყიდე ყველაფერი რაც კი დაგჭირდება, ეს ოქროს მონეტა შენ ერთი კვირა

გეყოფა, როდესაც აღარ გექნება კვლავ პურის ფული, მაშინ მოდი ხოლმე და კიდევ

მოგცემ." კაცს ძალიან გაეხარდა. სიხარულით მივიდა სახლში და როგორც გველმა

უთხრა ყველაფერი ზუსტად შეასრულა, ასე გრძლედებოდა უკვე 2 წლის განმავლობაში.


image


წლები გადიოდა ბავშვი გაიზარდა და გახდა 14 წლის, ეს კაციც დაბერდა, როდესაც

ის ძალიან ცუდად იყო მას დასჭირდა წამალი, წამლისთვის კი ფული იყო საჭირო.

ამიტომ კაცმა გააგზავნა შვილი გველთან და ყველაფერი ზუსტად აუხსნა, რომ გველი

მიმხვდარიყო ვისი შვილიცაა. 14 წლის მოზარდი მივიდა გველთან და ყველაფერი

განუმარტა, გველი მიხვდა ვინც იყო და სოროდან ამოიღო ერთი ოქროს მონეტა

და მისცა ბავშვს. ბავშვმა ოქროს მონეტა რომ დაინახა, წამსვე დახარბდა. აიღო

უზარმაზარი ქვა და ესროლა გველს. გველს კუდი მოსძვრა და გველმაც თავის გადარჩენის მიზნით ბავშვს უკბინა ფეხზე.


image



ბავშვი დაიღუპა..... გავიდა წლები კაცი დაბერდა, ისევ გაუჭირდა და გაახსენდა ეს

გველი. მივიდა სოროსთან და შესაძახა:


"გველო გამოდი დამეხმარე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ? ამ გაჭირვებაში ხომ არ

დამტოვებ?"


ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ, საბოლოოდ გველმა უპასუხა:


"კაცო მე მეგობრობა შეგფიცე და შენც შემფიცე... შენმა ხარბმა შვილმა გააფუჭა ჩვენი

მეგობრობა... რაც არ უნდა მითხრა უკვე ჩემთვის უმნიშვნელოა, რადგან ორივემ

კარგად ვიცით: როგორც შენ შენი შვილის მკვლელს ვერ დაივიწყებ, ისევე

მეც ჩემს კუდ ვეღარ გავამთელებ! ასე, რომ ჩვენ ვერასოდეს მეგობრები ვეღარ

ვიქნებით!"



0
2905
16-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2905