საერთაშორისო მსოფლიოს ყველაზე საშიში ციხეები, მათ შორის მოხვდა გლდანის ციხეც! 2015, 1 აგვისტო, 14:43 ციხე ოდითგანვე მხოლოდ საპყრობილეს არ წარმოადგენდა, იქ მოხვედრილ
ადამიანებს ყოველთვის ელოდებოდა სხვადასხვა დოზით ტანჯვა-წამებაც.
ვნახოთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე, სადაც 200 მდე კაცი გარდაიცვალა. ამ ციხეში არის გადაღებული ცნობილი საკულტო ფილმები: Tango and Cash, Air Force One და The Shawshank Redemption. 1990 წელს დაკეტილ ციხეში, გასულ წელს საშინელი მოვლენები დააფიქსირეს ტურისტებმა. ციხე მდებარეობს ოჰაიოში. ![]() ტურისტებიც თქმით, მათ ამ ციხეში საშინელი ხმები და ჩურჩული ესმოდათ. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ჩანს დერეფანი, სადაც 200 პატიმარი მოკლეს! ![]() ეს დერეფანი გამოყნებულ იქნა 1995 წელს გადაღებულ ფილმში, The Shawshank Redemption. ეს ფილმი წარდგენილი იქნა ოსკარისთვის 7 ნომინაციაში. ![]() ამ ციხეს ყოველწლიურად ათასობით "ჰოლივუდის ტური" სტუმრობს, ანუ ტურისტული დაჯგუფება, რომლებიც ოსკარით დაჯილდოებულ ფილმების გადაღებულ ადგილებს სტუმრობენ. ![]() 1948 წლის 21 ივლისს ციხის ზედამხედველი გაიტაცეს და მოკლეს. ამ ფაქტის შემდეგ ციხის ისტორიას "სისხლიანი ლაქა დაედო". ![]() ციხის ისტორიას არ აკლდა სასტიკი, სიკვდილით დასჯის მეთოდები, როგორიცაა ელექტრო სკამები. 1901 წელს რობერტ დენიელსი და ჯონ ვესტი სიკვდილით დასაჯეს, ისინი დასვეს ელექტრო სკამზე. ![]() როგორც ცნობილია ციხის თანამშრომლები (ინსპექტორები) პატიმრებს საშინლად სცემდნენ და აწამებდნენ. ციხის კარები მთლიანად რკინისგან იყო გაკეთებული, ვერცერთი პატიმარი ვერ შეძლება ამ ციხიდან გაქცევას, ციხის ისტორიაშიც არ არის მსგავსი მოვლენა დაფიქსირებული. ეს არის ერთ-ერთი საპყრობილე ციხეში, სადაც დაჭრილ პატიმრებს კეტავენ. ![]() ხის მაგიდა, ადგილი სადაც ინსპექტორები სმენას იცვლიდნენ. ნახეთ ფოტო ![]() ჰოლივუდის საკულტო ფილმების გადაღებისას ყველაზე ხშირად გამოყენებული ადგილი. ნახეთ ფოტო ![]() ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილს წარმოადგენს, მცველების ცენტრალური ოთახი, სადაც კათოლიკური სამლოცველოა. ![]() Shawshank Redemption -ის ფილმიდან სცენა, სადაც პატიმრები მკაცრ პირობებში მუშაობენ. ![]() ოჰაიოს ცეხეში გადაღებულ ფილმებიდან Air Force-ში მთავარ როლს თამაშობს ცნობილი მსახიობი ჰარისონ ფორდი, ხოლო The Shawshank Redemption-ში მორგან ფრიმანი. ამ საკულტო ფილმებმა ციხეს პოპულარობა შეუნარჩუნეს! ![]() 1970-იან წლებში ეკლესიამ და სხვადასხვა კოალიციურმა ჯგუფებმა პროტესტი გამოაცხადეს ციხის სამმართველოს წინააღმდეგ, რომლებიც სასტიკად ექცეოდნენ პატიმრებს. ![]() ერთ-ერთი პატიმარის ნაწერი კედელზე.... ![]() 1948 წლის 21 ივნისს ციხის მმართველი, ჯონ ნიბლი მოკლეს! ![]() ფოტოგრაფმა სინდი ვასკომ ციხის ფოტოები გადაიღო სხვადასხვა ხედებით... ![]() არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრი... ![]() როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ ამ საპყრობილეში 200 პატიმარი დაიღუპა... ცნობილია, რომ ამ 200 პატიმრიდან თითქმის 1/3 -მა თავი ჩამოიხრჩო. ![]() ჯამში ეს ციხე საშინელ ციხეებს შორის ყველაზე საშინელი იყო. აქ ხდებოდა ბევრი პარანორმალური მოვლენა, უადგილო მკვლელობები, დახვრეტის სხვადასხვა მეთოდები, თვითმკველობები და სისასტიკე პატიმრების მიმართ. ![]() ახლა ვნახოთ სხვა საშინელი ციხეები, რომლებიც არ ჩამორჩებიან ოჰაიოს ციხეს... რაიკერის კუნძული, ნიუ-იორკი. აშშ ![]() ამ ციხეში ხდებოდა ყველანაირი სისასტიკე. აქ კლავდნენ, მრავლობით ჭრილობებს აყენებდნენ პატიმრები ერთმანეთს. ბოლო წლებში ციხის ერთ-ერთი საშინელი მოვლენა განვითარდა 2007 წელს, როდესაც 18 წლის მოზარდი ცემით მოკლეს. ცნობილი სერიალი “Law & Order”-ს აქ იღებენ. გიტარამას ცენტრალური ციხე-საპყრობილე, რუანდა ![]() ციხე შექმნილი იყო მხოლოდ 400 კაცისთვის, როდესაც აფრიკაში მიმდინარეობდა შიდა ომები (1990 წელს), რუანდის საპყრობილეში 7000 პატიმარი დაამწყვდიეს. როგორც ცნობილია, აქ პატიმრები თავის სარჩენად ადამიანების ხორცით იკვებებოდნენ. ბანაკი 22, ჰერიონგი, ჩრდილოეთ კორეა ![]() ბანაკი 22, ცოტა არიყოს უცნაური საპყრობილეა. ამ საპყრობილეში უმეტესად პოლიტ-პატიმრებს ათავსებენ. როგორც ცნობილია ციხეში ხშირად სტუმრობდნენ პატიმრებს, ოჯახის წევრები, მაგრამ უცნაური ფაქტი ის არის, რომ ვინც ამ ციხეში შედიოდა 90 % უკან აღარ ბრუნდებოდა. ელ როდეოს ციხე, გვატირე. ვენესუელა ![]() ამ ციხეში 50 000 პატიმარია. ციხე სხვა ციხეებისგან გამორჩეულია "ბანდებით". 2011 წელს ციხეში ორ ბანდას შორის მოხდა დიდი დაპირისპირება, რაც ციხის ინსპექტორებმა ვერ შეაჩერეს და გამოძახებულ იქნა სპეც-რაზმი, რათა ჩაეხშოთ ამ ორ ბანდას შორის დაპირისპირება. ციხეში ასევე აქტუალურად მიმდინარეობს ნარკო-მოვაჭრეობაც. ბენგ ვანი, ბანგკოკი. ტაილანდი ![]() ციხეს ასევე უწოდებენ "ბანგკოკ ჰილტონსაც". ციხე არის პატიმრებით გადაჭედილი. ამ ციხეში არავის ვუსურვებდი, რადგან აქ ხდება ყველანაირი საშინელება. ციხეში პატიმრების დახვრეტა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სუპერმაქსი, ფლორენცი, კოლორადო. აშშ ![]() ეს არის დედამიწაზე პატიმრებისთვის განკუთვნილი ჯოჯოხეთი...... ამ საპყრობილეში პატიმრები 23 საათს სიბნელეში ატარებენ, სადაც ოდნავ სინათლეც კი არ არის. მათ მხოლოდ 1 საათი აქვთ იმისთვის, რომ გარეთ გამოვიდნენ და ნახონ სინათლე. იშვიათად ეკონტაქტებიან ციხის მცველები. რაც შეეხებათ პატიმრებს, ისინი თითქმის ვერანაირად ვერ ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ტადმორის ციხე, ტადმორი. სირია ![]() ტადმორის ციხეში 1980 წელს მოხდა საშინელი ხოცვა-ჟლეტვა, სადაც დაიღუპა 800 კაცი. აქედან გამომდინარე ციხე 2001 წელს დაიხურა. 10 წლის შემდეგ 2011 წელს ციხე ისევ გაიხსნა. როგორც ამერიკელი ჯარისკაცები იძახიან, ამ ციხეში ისევ არის ლინჩის წესით გასამართლება და ისევ მიმდინარეობს პატიმრების წამება. მარაკაიობოს ციხე, საბანეტა. ვენესუელა ![]() ციხის ტევადობა არის მაქსიმუმ 900 კაცზე გათვლილი, მაგრამ დღეს ამ ციხეში 2400-ზე მეტი პატიმარია. როგორც ცნობილია, ყოველწლიურად აქ 100 პატიმარი ბუნტის შედეგად კვდება. გლდანის ციხე, თბილისი. საქართველო ![]() ![]() ![]() ![]() გლდანის ციხე პოპულარული გახდა 2012 წლის მოვლენებით, ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანაში გამოიძიეს ციხეში გაუპატიურების კადრები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ჩანაწერებში ნაჩვენებია ბადრაგები, რომლებიც სისტემატიურად ამცირებენ და ცემენ პატიმრებს. გლდანის ციხე უდიდესია ციხეა საქართველოში. ციხეში დაახლოებით 4000 პატიმარია. სან ხუან დე ლურიგანჩო, ლიმა. პერუ ![]() ციხის მაქსიმალური ტევადობა გათვლილია 2500 კაცისთვის, მაგრამ დღეს ამ ციხეში 7000 პატიმარია. ციხე სამხრეთ ამერიკის ყველაზე საშინელ ციხედ ითვლება, აქ მიმდინარეობს ნარკო-ვაჭრობა, დაუნდობელი ორთაბრძოლები ფულზე და ასევე მამლების ჩხუბიც. შავი სანაპიროს ციხე, ეკვატორული გვინეა ![]() საპყრობილე ცნობილია თაგვებით, თაგვები პატიმრებს მოსვენებასაც კი არ აძლევენ. ამ ციხეში ასევე ყოველთვის იყო და არის კვების პრობლემა. ამ პრობლემის გამო ციხეში ყოველ წლიურად ათობით ადამიანი კვდება. ბუტირკის ციხე, მოსკოვი. რუსეთი ![]() მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე! ციხე არსებობს 1600 წლიდან დღემდე. ციხის თითო საკანში დაახლოებით 10 პატიმარს ათავსებენ, აქედან გამომდინარე ციხეში დიდი სიბინძურე სუფევს, ამ ციხეში ხშირია ტუბერკულოზი და შიდსის დაავადებებიც. და ბოლოს.... კამიტის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხე, ნაირობი. კენია ![]() ციხის მაქსიმალური ტევადობა გათვალისწინებულია 800 კაცისთვის, მაგრამ დღესდღეობით ციხეში 3000 კაცზე მეტი პატიმარია, ამ საპყრობილეში ადვილად ვრცელდება ქოლერის დაავადება, ხშირ შემთხვევაში პატიმრები შიმშილითაც კვდებიან. ავტორი: ალექსი აბდიევი (გადათარგმნილია) 2117 12-ს მოსწონს 1-ს არა
|