x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გიორგი უძილაური: რატომ აკეთებთ ამას? მთას აქრისტიანებთ? წარმართობას ებრძვით? იქნებ იმას მიხედოთ, რაც უკვე გაქვთ და რასაც ხრავს ფარისევლობა?

imageჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქიდან" საქართველოს მარლმადიდებულ ეკლესიას და პირადად უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მიმართავს თხოვნით გაითვალისწინონ მთის წარმართული ქრისტიანობამდელი სალოცავები, შეინახონ ისინი და ქრისტიანულ სალოცავებად ნუ გადააქცევენ.ეს არის კულტურის სიმდიდრე და მას გაფრთხილება სჭირდება.


გიორგი უძილაური:"„მართლმადიდებელ ეკლესიას მივმართავ!

ლაშარი, ლომისა, კოპალა, პირიმზე, კვირიკე, იახსარი...

ეს ქრისტიანობამდელი სალოცავების მცირე ნაწილია, ეს ქართული კულტურის
სიმდიდრეა და საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არაა ქცეული ისტორიად. საბედნიეროდ,
დღემდე არსებობენ ხევისბერები, დეკანოსები და პაპები, და ვარსებობთ ჩვენ,
ადამიანები რომლებსაც გვინდა ჩვენი წინაპრების ტრადიციების შენარჩუნება.
დღეს ამ ტრადიციებს დიდ საფრთხეს უქმნის მცდელობა _ ძველ სალოცავებში
მართლმადიდებლური კანონიკა შეიტანონ. რატომ აკეთებთ ამას? მთას
აქრისტიანებთ? წარმართობას ებრძვით? იქნებ იმას მიხედოთ, რაც უკვე გაქვთ და
რასაც ხრავს ფარისევლობა?


ჩვენ, ჩვენი ტრადიციების დამცველები, ძირითადად, ისედაც
მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ თან ვუფრთხილდებით ჩვენ ადათებს. ეს ადათები
თქვენიცაა, თქვენც უნდა გაუფრთხილდეთ და არ ეცადოთ ხატების ადგილას
ეკლესიები აშენოთ. აღარ მივა იქ ხალხი. ის ხალხი თქვენთვის "წარმართული",
მათთვის კი წინაპრების დანატოვარის პატივსაცემად ადის იმ სალოცავებში
ათასწლეულების განმავლობაში. თქვენ ფიქრობთ მაგალითად კვირიკეს სალოცავის
"გაქრისტიანება" დიდად განსხვავდება ერაყის, სირიის ან ავღანეთის
წინაისლამური კულტურული ძეგლების განადგურებისგან? ცდებით. კი არ აფეთქებთ,
თუმცა ეს ნაკლებიც არაა, თქვენ კერებს აქრობთ.

იმედი მაქვს უწმინდესი და უნეტარესი მიაქცევს ყურადღებას ამ პროცესებს
იმიტომ, რომ მისთვის უცხო არაა მთის ადათები და აღკვეთს ათასობით წლის
განმავლობაში ჩამოყალიბებული წესჩვეულებების მოსპობას. გაუფრთხილდით ქართულ
კულტურას, ეს თქვენი კულტურის ინდიკატორიცაა.“

image


1
266
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
266
  
2015, 1 აგვისტო, 14:18
მერე კარგი ტრადიციაა სალოცავში აუარებელ ფრინველს და საქონელს რომ ხოცავთ?!
უფლის სახლად თუ თვლით იმ სალოცავებს იქ სისხლს არ უნდა ღვრიდეთ უმოწყალოდ და არ უნდა ღრეობდეთ...
0 1 1