ცივი კერძები ინდაურის საცივი მეგრულად 2015, 29 ივლისი, 16:12 გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ.ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული.კარგად ავურიოთ დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში.მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაცივოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი. მასალა:ინდაური, ხახვი-400 გრამი, ნიგოზი-4ჩაის ჭიქა, კვერცხი-3 ცალი, სუნელები გემოვნებით. 1513 1-ს მოსწონს
|