შოუბიზნესი გაათავისუფლებენ თუ არა მამულიჩას? 2015, 27 ივლისი, 17:04 ის, რომ ქართულ შოუბიზნესს კაშკაშა ვარსკვლავი ლელა წურწუმია ყავს, ყველამ კარგად ვიცით. ყოველთვის დახვეწილი, ელეგანტური, ვარსკვლავური შარმი, ზომიერი სითამამე, მოწესრიგებული პირადი ცხოვრება, ასე შეიძლება დახასიათდეს ლელა წურწუმია. თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, მამულიჩას დაკავების შესახებ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. აი, თურმე საიდან ამდენი ფინანსური შესაძლებლობა, ამბობდნენ მოსახლეობაში, წერდნენ სოციალურ ქსელებში. თუმცა უმეტესობა, მამულიჩას ამართლებდა და მის უდანაშაულობაში ეჭვიც არ ეპარებოდათ. შეგახენებთ, პროდიუსერი კახა მამულაშვილი მინიმალური რაოდენობის ნარკოტიკების გავრცელებისთვის დააკავეს. გამოიკვეთა კიდევ მეორე ვერსია, ლელა წურწუმია მიხეილ სააკაშვილის ღია მხარდამჭერი იყო. ჩნდება კითხვა ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას? რასთან გვაქვს საქმე, რისთვის ისჯება მამულიჩა? პოლიტიკური შურისძიება თუ ბრძოლა დანაშაულთან? 2100 3-ს მოსწონს
|