x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ეტიკეტის 15 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
image


თანამედროვე სამყაროში არ იცოდე ეტიკეტის წესები ნიშნავს, რომ საზოგადოების წინააღმდეგ წახვიდე და საკუთარი თავი არც თუ ისე კარგი კუთხით წარმოაჩინო. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ დღესდღეისობით ყველაზე აქტუალურ წესებს, რომლებიც ყველა იმ ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინც საკუთარ თავს და საზოგადოებას

პატივისცემით ეკიდება.


image



1. არასოდეს მიხვიდეთ სტუმრად გაფრთხილების გარეშე. ერთმა ბრიტანელმა

ქალბატონმა თქვა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების მოსვლისას ის ყოველთვის იცვამდა

ფეხსაცმელს, ქუდს იხურავდა და ქოლგას იღებდა. თუ მისთვის სასურველი სტუმარი

აღმოჩნდებოდა, ის ამბობდა: "ოჰ, რა კარგია, ეს-ესაა მოვედი" და თუ არასასურველი

იყო, ასეთ რამეს ეუბნებოდა: "რა სამწუხაროა, მე კიდევ წასვლას ვაპირებ."


2. ქოლგა არასოდეს გააშროთ გაშლილ მდგომარეობაში – არც ოფისში და არც სტუმრად.

ის უნდა დაკეცოთ და დადოთ სპეციალურ დასადგამზე ან ჩამოკიდოთ.


3. ჩანთა არ უნდა დაიდოთ მუხლებზე ან თქვენს სკამზე. პატარა ზომის ხელჩანთა ან კლაჩი შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ; უფრო დიდი ზომის – სკამის საზურგეზე ჩამოკიდეთ ან იატაკზე დადეთ, თუ სპეციალური პატარა სკამი არ არის ამისთვის (რასაც

ხშირად სთავაზობენ რესტორნებში). პორტფელი კი იდება იატაკზე.


4. მამაკაცი არ უტარებს ქალს ხელჩანთას. ქალის პალტოს კი იმიტომ იღებს, რომ

გასახდელამდე მიიტანოს ან ჩაცმაში დაეხმაროს.


image


5. სახლის ტანსაცმელი – ეს არის შარვალი და სვიტერი, კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, მაგრამ ამავდროულად მოხდენილადაც უნდა გამოიყურებოდეთ. ხალათს და

პიჟამოს კი ის დანიშნულება აქვს, რომ დილით სააბაზანომდე მიხვიდეთ, ხოლო საღამოს – აბაზანიდან საძინებლამდე.


6. მას შემდეგ რაც ბავშვს საკუთარ ოთახს გამოუყოფთ, ისწავლეთ კარზე დაკაკუნება

სანამ შეხვალთ. ამის მერე, თავადაც ასე მოიქცევა სანამ თქვენს საძინებელში დააპირებს

შემოსვლას.


7. ქალს შეუძლია არ მოიხსნას შენობაში შლაპა და ხელთათმანი, მაგრამ ეს არ ეხება ქუდს და უთითო თათმანს.


image


8. რაც შეეხება რესტორანში ანგარიშის გადახდას: თუ თქვენ ასეთ ფრაზას ამბობთ: "მე

თქვენ გეპატიჟებით" – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ იხდით.

თუ ქალი საქმიან პარტნიორს ეპატიჟება რესტორანში, ის თავად იხდის; შემდეგი

ფორმულირება – "მოდი რესტორანში წავიდეთ." იგულიხმება, რომ ორივე მხოლოდ თავისას იხდის. იმ შემთხვევაში, თუ კაცი თავად შესთავაზებს გადახდას, ქალბატონს

შეუძლია დათანხმდეს.


9.მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის რესტორანში – ამით ის მიანიშნებს თუ ვინ არის

იქ მისვლის ინიციატორი და ვინ იხდის. თუ დიდ კომპანიას ეხება საქმე, პირველი ის

შედის ვისგანაც მოდის მოპატიჟება და შესაბამისად, ვინც უნდა გადაიხადოს. მაგრამ

თუ შესასვლელში შვეიცარი დგას, მამაკაცი ვალდებულია პირველად ქალი გაატაროს.


image


10. მანქანაში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება ადგილი მძღოლის სავარძლის უკან,

სადაც ქალი ჯდება, მამკაცი კი – მის გვერდით, ხოლო როცა ის გადმოდის მანქანიდან,

ქალს ხელს უწვდის. თუ მამაკაცი საჭესთან ზის, უმჯობესია ქალი მის ზურგს უკან

დაჯდეს; თუმცა სადაც არ უნდა იჯდეს ქალბატონი, კაცმა კარი ყოველთვის უნდა

გაუღოს და გადმოსვლაში დაეხმაროს.


11. როდესაც იმყოფებით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, სმარტფონს მაგიდაზე

ნუ დადებთ. ამგვარი მოქმედებით თქვენ მიანიშნებთ, რომ ეს მოწყობილობა უფრო

მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვიდრე ირგვლივ მიმდინარე საუბარი.


12. ადამიანს მას შემდეგ რაც შეუსრულდება 12 წელი უკვე "თქვენობით" უნდა

მიმართოთ. მიუღებელია, როდესაც ოფიციანტებს ან მძღოლებს "შენობით" მიმართავენ.

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ, როდესაც მოსაუბრე "შენობით" მოგმართავთ და თქვენ ეს არ გსიამოვნებთ – თავდაპირველად ასეთი კითხვა დაუსვით: "თქვენ მე

მესაუბრებით?" სხვაგვარად – ნეიტრალური პოზა დაიჭირეთ და უთხარით: " მაპატიეთ,

მაგრამ ჩვენ "შენობით" საუბარზე არ გადავსულვართ."


13. იმ ადამიანებზე უარყოფით კონტექსტში საუბარი, რომლებიც არ იმყოფებიან, დაუშვებელია. ამას მარტივად ჭორაობა ჰქვია. ცუდად არ ისაუბროთ ახლობლებზე, განსაკუთრებით კი ქმარზე. თუ ასეთი ცუდია, ადექით და გაეყარეთ.


image


14. კინოში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში სკამებს შორის გავლისას, პირით

მჯდომარე ადამიანებისკენ უნდა იყოთ.


15.სუნამოს გამოყენებისას ოქროს წესი ზომიერებაში მდგომარეობს – თუ საღამოს

სახლში მოსული, საკუთარი სუნამოს სურნელს კვლავ გრძნობთ, იცოდეთ რომ იმ დღეს

ერთი-ორი კაცი მაინც გყავთ გაგუდული.

image



1
2342
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2342
  
2017, 12 იანვარი, 16:59
კარგი რჩევებია , მე-10-ე და მე-11-ე ნამდვილად არ ვიცოდი ,
არ მეგონა თუ აქამდე თავხედურად ვიქცეოდი ტელეფონის მაგიდაზე დადებით :-)))

პ.ს. აბა ხალხი აიფონ 7ს ტყუილად ყიდულობს ჯიბეში ვინ დაინახავს :-))
0 1 1