სხვა NASA – ს ასტრონომებმა ღვთის სასუფეველი აღმოაჩინეს 2015, 25 ივლისი, 9:41 1994 წელს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო კოსმოსში მოცურავე გიგანტური, განსაზღვრულად ხელოვნური წარმომავლობის ობიექტი. NASA – ს თანამშრომლებმა ის ღვთის სასუფევლად მონათლეს. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს საიდუმლოდ შეენახათ, თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა. საინტერესო ობიექტი 1994 წლის დეკემბერში NASA – ს სპეციალისტებმა ჰაბლის კოსმოსური ობსერვატორიის მიერ გადაღებული სხვა ფოტოსურათებიც მიიღეს. ერთ-ერთ სურათზე არსებულმა პატარა ბუნდოვანმა ლაქამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი გამოჩენა არ შეიძლებოდა აეხსნათ დედამიწაზე გადაცემის სიგნალის ხარვეზებით და არც რაიმე ოპტიკური ეფექტით. მათ ხელახლა გადაიღეს მათთვის საინტერესო ადგილი კოსმოსში ჰაბლის მაქსიმალური რეზილუციით. მეცნიერებმა ფოტოზე დაინახეს მბრწყინავი კონსტრუქცია, ზედმეტად სწორი სტრუქტურის მქონე, იმისათვის რომ ბუნებრივ ქმნილებად მიეჩნიათ. მის პარამეტრებს რაც შეეხება, რთული იქნება საუბარი. ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "უდიდესი" და "გიგანტური" ვერ გამოვიყენებთ იმ ობიექტის დასახასიათებლად, რომელიც მილიარდობით კილომეტრითაა დაშორებული. შედარებისთვის – ჩვენი პლანეტა ქვიშის ნაწილაკი იქნებოდა ამ ქალაქის ქუჩაზე. გაოგნებულმა სპეციალისტებმა ობიექტს "ქალაქი" დაარქვეს და მისცეს სახელი – ღვთის სასუფეველი. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ისინი ჭეშმარიტებასთან. სიურპრიზი ობიექტზე დაკვირვების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს რომ ის გალაქტიკასთან ერთად დედამიწას თანდათანობით შორდებოდა. ეს სრულიად ჯდება დიდი აფეთქების თეორიაში. რომლის თანახმადაც ოდესღაც სამყაროში აფეთქება მოხდა და იქიდან მოყოლებული, გალაქტიკები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ. თუმცა, როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერის დახმარებით სამყაროს ამ ნაწილის სამგანზომილებიანი მოდელი ააგეს, მათ "სიურპრიზი" დახვდათ – აღმოჩნდა რომ ჩვენი და ყველა სხვა გალაქტიკა ღვთის სასუფეველს შორდება, თავად "ქალაქი" კი არ მოძრაობს, რამდენადაც ის მდებარეობს ზუსტად იმ წერტილში, საიდანაც დანარჩენები გადაადგილდებიან. ასე რომ, ღვთის საუფეველი იმყოფება პირდაპირ სამყაროს ცენტრში. ინფორმაციის გასაიდუმლოება კოსმოსში აღმოჩენილ უცნაური ტექნოგენური ობიექტის შესახებ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოახსენეს. ამ გასაოცარი აღმოჩენის ბედს განიხილავდნენ ბილ კლინტონი და ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორი. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ არ ღირდა კაცობრიობის აფორიაქება და აკრძალეს ყველა იმ ინფორმაციის პუბლიკაცია, რომელიც ღვთის სასუფეველს ეხებოდა. თუმცა უკვე გვიან იყო. ჰაბლის მიერ გადაღებული ფოტოსურათები მაშინვე დაიდო და ხელმისაწვდომი გახდა შესწავლისა და გაცნობისათვის. სანამ ამ "საინტერესო სურათებს" სერვერიდან ამოიღებდნენ, რამდენიმე ასტრონომიულმა ლაბორატორიამ მოასწრო მისი ასლის გადაღება. 1995 წლის დასაწყისში ერთ-ერთ გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა სტატია NASA – ს აღმოჩენის შესახებ. სამეცნიერო ჟურნალებიდან ინფორმაცია გავრცელდა ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ასე რომ, ეს მეტად აღარ წარმოადგენდა საიდუმლოს. რა აღმოაჩინეს კოსმოსში? თეორიების ნაკლებობა ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ არის. ყოველი სტატია ღვთის სასუფეველზე მთავრდება აბზაცით, სადაც კიდევ ერთი ვერსიაა განხილული ობიექტის რაობაზე. აქედან ყველაზე პოპულარულებია: 1. ეს ნამდვილად ღვთის სასუფეველია. ადგილი სადაც გარდაცვლილთა სულები მიდიან დედამიწიდან და სხვა პლანეტებიდან. 2. ობიექტი – შექმნილი ზეცივილიზაციების მიერ. თუ სამყაროში არსებობენ სხვა გონიერი არსებები, ალბათ, ზოგიერთებმა განვითარების ისეთ მაღალ დონეს მიაღწიეს, რომ იმის უნარი გააჩნიათ შექმნან ასეთი მაშტაბის ხელოვნური ობიექტი. დღეს დედამიწის გარშემო კოსმოსური სადგური დაფრინავს, ვინ იცის 500 წლის შემდეგ ადამიანი კოსმოსში რას გაუშვებს? არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ NASA – ს სპეციალისტები აგრძელებენ ობიექტის თვალთვალს, თუმცა მიუხედავად უამრავი პუბლიკაციისა, ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ რაიმე კომენტარის გაკეთებაზე. მიმდინარეობს მიღებული ფოტოსურათების შემდგომი ანალიზი და შესწავლა. 3262 8-ს მოსწონს 1-ს არა |
https://godshotspot.wordpress.com/2014/07/08/heaven-found/
“The good thing about science is that it's true whether or not you believe in it.” - Neil deGrasse Tyson