ჩოგბურთი საჩოგბურთო კორტები მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა! 2015, 24 ივლისი, 13:36 საქართველოში საჩოგბურთო კორტები საკმაოდ მცირე რაოდენობითაა...
აქედან გამომდინარე საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალის
მერთან, დავით ნარმანიასთან და სპორტის მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად
გახსნა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე საჩოგბურთო კორტები!
ახალი საჩოგბურთო კომპლექსი, როგორც სხვა სპორტული კომპლექსები, სპეციალურად გაიხსნა "თბილისი 2015"-სთვის. როგორც ცნობილია მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილი საჩოგბურთო კორტების რაოდენობა შედგენს 11-ს. აქედან 9 ღია, ხოლო 2 დახურული კორტია. კომპლექსი 12 ათას კვადრატულ მეტრზეა აშენებული. მისი ღირებულება შეადგენ 6, 5 მილიონ ლარს! ამ საჩოგბურთო კომპლექსში ტევადობა გათვლილია 700 კაცამდე. ასევე კომპლექსში შედეის საშხაპეები, ტრენაჟორები და ა.შ. ეს საჩოგბურთო კომპლექსიც, როგორც იცით სპეციალურად ოლიმპიადისთვის არის დამზადებული, წელს საქართველო მასპინძლობს ახალგაზრდულ ოლიმპიადას!როგორც სხვა სპორტული კოპმლექსები, საჩოგბურთო კორტებიც უკვე მზადაა ოლიმპიადისთვის. კორტების ჰარდის საფარი შემადგენლობითა და ტექნოლოგიით იმ საფარის პირდაპირი ანალოგია, რომელზეც აშშ-ის ღია პირველობის ტურნირი ტარდება. ასე რომ საქართველოშიც უკვე შესაძლებელი იქნება უმაღლესი კლასის საჩოგბუთო ტურნირების ჩატარება! 27 ივლისიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით მატჩები 8 ღია კორტზე ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. 167 11-ს მოსწონს
|