x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
სკანდალი ევროვიზიაზე

"ევროვიზია 2012"-ის ერთერთი მონაწილე 76 წლის ენგელბერტ ჰამპერდინკი, რომელიც კონკურსზე დიდი ბრიტანეთის სახელით გამოდის უხერხულ სიტუაციში ჩავარდა. ყველაფერი კი ბაქოში მიმდინარე ევროვიზიის შესახებ გადაღებული სკანდალური ფილმის გამო მოხდა. ფილმი ინგლისში გადაიღეს და ის ტელეარხმა BBC აჩვენა.

"ევროვიზიის ბინძური საიდუმლო" - ასე დაარქვეს ფილმს ინგლისელმა ჟურნალისტებმა. ფილმში მკაცრად გაკრიტიკებულია აზერბაიჯანის პოლიტიკა და აღნიშნული ქვეყნის მსოფლიო პრობლემებთან დამოკიდებულება. ფილმის ავტორების აზრით, ქვეყანაში რომელშიც უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, არ უნდა ტარდებოდეს საერთაშორისო კონკურსები. მითუმეტეს რომ "ევროვიზიას" ხშირად არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები სტუმრობენ, ისინი კი აზერბაიჯანში მკაცრად იდევნებიან.

ევროვიზიის კონკურსის ბრიტანელ მონაწილეს, თანამემალუეებმა ტელეეკრანიდან მოუწოდეს, იქცეს ადამიანის უფლებების დამცველ "ელჩად" აზერბაიჯანში. კერძოდ, ჰამპერდინკს, მაისურის წარწერით "გაათავისუფლეთ ისინი" ჩაცმა შესთავაზეს.

რუსული გამოცემები წერენ, რომ საკონკურსო ნომრის შესრულებამდე ინგლისელი ჟურნალისტები მომღერლისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, მოთხოვნის გავრცელებას ითხოვდნენ. მაგრამ ჰამბერდნიკმა BBC-ის კამერა უკომენტაროდ დატოვა. მომღერლი უარს ამბობს მხარი დაუჭიროს საკუთარ ქვეყანასა და მის პოლიტიკას, ასეთი შეფასება მისცეს ჟურნალისტებმა მომღერლის ქმედებას. მეორე დღეს ლონდონის ცნობილ გამოცემებში "Mirror" და "Telegraph" ჰამპერდინკის მისამართით აგრესიული სტატიები დაიბეჭდა.

"ის საკუთარ ქვეყანას არცხვენს, " წერენ ინგლისელი ჟურნალისტები. თვითონ მომღერლის თქმით კი, პოლიტიკასა და მუსიკას საერთო არაფერი აქვს და სწორედ ამიტომ შეიკავა თავი პოლიტიკური განცხადებებისგან.

რუსეთში, ჰამპერდინკის ბედით ყველაზე მეტად ფილიპ კირკოროვი "შეწუხდა". კირკოროვი რუსებს, ევროვიზიის კონკურსზე, ჰამბერდინკის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:Batsikadze
Batsikadze
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0