x
image
Ezhichok
რითი არ შეიძლება გამოკვებოთ თქვენი კატები
1. შოკოლადი.
შოკოლადი შეიცავს კოფეინს და თეობრომინს, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.Best Friends Animal Society-ის ექსპერტების აზრით, შოკოლადის მიღებამ, თქვენი საყვარელი მეგობრები შეიძლება მოწამლოს.

image
2. ალკოჰოლი.
თავიანტი მინიატურული აღნაგობის გამო, კატები მიდრეკილები არიან ალკოჰოლისადმი, ამიტომ არ ღირს სასმელის დატოვება კატისთვის თათმისაწვდომ ადგილებში. ალკოჰოლით მოწამვლვა კატებშიც, ისევე როგორც ადამიანებში, იწვევს ღებინებას და ორიენტაციის დაკარგვას.

image3. ყავა.

ყავა შეიცავს კოფეინს, რომელიც ქმნის ჯამრთელობის პრობლემებს, იწვევს ჰიპერაქტიულობას კატებში, არღვევს კუჭის მოქმედებას, აჩქარებს გულისცემას და სუნთქვას.


image4. ზოგიერთი ბოსტნეული.


ზოგი ბოსტნეული და ხილი მავნებელია კატისთვის, მაგალითად: ავოკადო, გარგარი, ალუბალი, ნიორი, ხახვი, სოკო, ქიშმიში და ყურძენი. ისინი შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს. თუმცა, ყველა ხილი თუ ბოსტნეული არ არის საშიში. მაგალითად, ყაბაყი, სტაფილო, ბროკოლი და მწვანელ ლობიო.

image5. რძე.

სტერეოტიპული შეხედულების მიუხედავად, სასურველია რძის პროდუქტები საერთოდ არ მისცეთ თქვენს კატებს, განსაკუთრებით აკრძალულია რძე. კატებმა, ისევე როგორც ადამიანებმა, შეიძლება ვერ გადაამუშაონ ლაქტოზა.

image6. სუში.

მიუხედავად კატების ცნობისმოყვარეობისა იაპონური სამზარეულოს მიმართ, სუში არ არის საუკეთესო საკვები მათთვის. უმ თევზს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს კატის კუჭს.

image

0
87
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0