შოუბიზნესი სექსუალური სუპერ-მოდელები სკოლის ასაკში და ეხლა 2015, 23 ივლისი, 14:07 კარგად მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის მსახიობის (მსახიობების) კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლის თითქმის ყველა ქვეყანას ქვს შოუბიზნესი. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსხიობები, მოდელები და ა.შ.
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus ზომა, სახე, საშუალება, წესი) არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, ბრუნავს და ხშირად ძნელია დროულად აჰყვე და მისდიო მის ტენდენციებს. ტერმინები ”მოდური” ან ”მოდიდან გასული”იხმარება მაშინ, როდესაც რაღაც კონკრეტული ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და მომხიბვლელობის სინონიმია, თუმცა ხანდახან მას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს და ყოფიერების, მატერიალიზმის სინონიმად გამოიყენება. მოდა ყველა შემადგენელი ნაწილით იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და ის ვიზუალზე ასახული შინაგანი მე-ს ერთგვარი გამოვლინებაა. მოდა ყველაზე დიდი ბიზნესია მსოფლიოში. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან, ან მხოლოდ ხელოვნება. მოდა ყველაზე დიდი თავისუფლებაა, რომელიც იქმნება ყველაზე დიდი შეზღუდვებით. ამიტომ დიზაინერები ყოველ კვირა თუ არა, თვეში ერთხელ მაინც გვანებივრებენ ახალი, ექსტრავაგანტული და არაორდინალური სტილებით და აწყობენ სპეციალურ ჩვენებებს, სადაც მნიშვნელოვანი როლი ულამაზეს მოდელ ქალბატონებს ენიჭებათ, ვინაიდან მოდური სიახლეების ჩვენების დედოფლები არიან. რაღა თქმა უნდა ყველა ადამიანი არის ინდივიდი და სილამაზეც მეტ-ნაკლბად აქვს ყველას ინდივიდუალური. აქედან გამომდინარე კი, მაინც ხდება სილამაზის განსაზღვრა რაღაც გარკვეული პარამეტრების მიხედვით, რომელიც რა თქმა უნდა ფიზიკურ კრიტერიუმებს მოიაზრებს. ქალები, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ არიან ძალიან ლამაზები და აკმაყოფილებენ ყველა საჭირო მოთხოვნებსა და სტანდარტებს, შედარებით ადვილად ექცევიან საზოგადოების გულში, მაშასადამე აქვთ პერსპექტივა სამსახურში, ადვილად იკიდებენ ფეხს სამოდელო თუ სარეკლამო სააგენტოებში და ა.შ. ასეთები არიან მაგალითად ის ცნობილი, სექსუალური და ბევრი მამაკაცის გულთამპყრობელი მოდელი ქალები, რომელთაც მოიპოვეს უდიდესი პოპულარობა და მათ უკვე მთელი მსოფლიო იცნობს, თუმცა ბევრ ჩვენგანს ვერც კი წარმოუდგენია, რომ აქამდე უდიდესი და ურთულესი გზა გამოიარეს და ამ ყველაფრის მიუხედავად ისეთივე ბავშვები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ, როგორც სხვა ყველა დანარჩენი მანდილოსანი. წარმოგიდგენთ სექსუალურ სუპერ-მოდელებს სკოლის ასაკში: 1. Brooklyn Decker. ![]() ![]() 2. Bar Refaeli. ![]() ![]() 3. Miranda Kerr. ![]() ![]() 4. Rosie Huntington-Whiteley. ![]() ![]() 5. Christy Turlington. ![]() ![]() 6. Milla Jovovich. ![]() ![]() 7. Amber Valletta. ![]() ![]() 8. Kate Moss. ![]() ![]() 9. Gisele Bundchen. ![]() ![]() 10. Cindy Crawford. ![]() ![]() 11. Christie Brinkley. ![]() ![]() 12. Linda Evangelista. ![]() ![]() 13. Brooke Shields. ![]() ![]() ![]() 14. Tyra Banks. ![]() ![]() 15. Candice Swanepoel. ![]() ![]() 651 14-ს მოსწონს
|