სხვა საოცარი ცვლილება! მან მოახერხა ჭარბწონიანობის დამარცხება! (II ნაწილი) 2015, 22 ივლისი, 20:31 წინა სტატიაში ჩვენ ემილი კეისის დრამატული ცხოვრება და ჭარბოწინიანობასთან
წარმატებული ბრძოლა განვიხილეთ.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ მეირა როსალელსზე რომელიც თავდაპირველად 470 კილოგრამით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი გახლდათ! მეირას მაგ პერიოდში, რთულ ცხოვრებასტან უწევდა გამკლავება. ის 24 საათის განმავლობაში ლოგინზე იყო მიჯაჭვული, ნუ რომც სდომოდა რაიმე, მაინც ვერ გააკეთება თავის მძიმე წონიდან გამომდინარე. მეირასაც დრამატული ცხოვრების ისტორია აქვს. მეირა იმდენად იმედგაცრუებული იყო თავის ცხოვრებით, რომ როდესაც თავის ძმა მკვლელობასთან დაკავშირებით დააკვეს, მეირამ დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მაგრამ მეირას ჩანაფიქრმა ამაოდ ჩაიარა, რადგან ექსპერტებმა და გამომძიებლებმა დაამტკიცეს მეირას უდანაშაულობა და მისი ძმა დააკვეს. ამ შემთხვევის შემდეგ მეირას ცხოვრება უფრო ურთულდება, როდესაც მისი ძმა დააპატიმრეს მას შემდეგ ძმისშვილების მოვლა მას დაეკისრა. ამიტომ მეირამ გადაწყვიტა ჭარბწონიანობასთან მტკიცე ბრძოლა! ექიმებმა მეირას ოპერაციების სირთულეზე და შედეგებზე გაესაუბრნენ, მას გასაგებად აუხსნეს, რომ ზედიზედ რამოდენიმე რთული ოპერაციის გადატანა მოუწევდა. მეირა როსალესმა ექიმების კითხვას დაუფიქრებლად უპასუხა და თანხმობა მისცა ყველანაირ ოპერაციაზე. მეირას საოპერაციო პალატაში გადაყვანაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მეირა როსალესს მოუწია 11 რთულ ოპერაციასთან ბრძოლა! რთული ოპერაციების შემდეგ, მეირას დანარცენი პრობლემა თავად უნდა მოეგვარებინა. მან დაიწყო სპორტ-დარბაზებში სიარული და სრულიად ჯანმრთელი, დიეტური კვება. როგორც ხედავთ, ქვემოთ ნაჩვენებ ფოტოზე, მეირა ძალიან შეცვლილია. ეს ცვლილება მეირამ 2 წელიწადში განახორციელა. და ბოლოს ნახეთ მეირას გადაღებული ფოტო, რომელიც ინსტაგრამზე წინა თვის ბოლოს ატვირთა. ახლა ნახეთ პირველი ფოტო და შემდეგ შეადარეთ ამ ბოლო ფოტოს, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ეს რეალობაა.... ორივე მეირა როსალესია! ვუსურვოთ წარმატება და ბედნიერება! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1870 16-ს მოსწონს
|