შოუბიზნესი "კოტე თოლორდავა კაიფში არ გაპარულა"-განო მელითაურმა საგანგებო კონფერენცია გამართა, რომელზეც მეუღლის გარდაცვალების დეტალებზე ისაუბრა 2015, 22 ივლისი, 20:04 ![]() 2015 წლის 11 აპრილს კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოტემ დაძაბულ სამუშაო გრაფიკს ვეღარ გაუძლო. მეგობრების მტკიცებით, მსახიობს დაძაბული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, რამდენიმეგან მუშაობდა, რათა ბინის კრედიტი გადაეხადა. თუმცა, არსებობდა მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც მსახიობი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა. მსახიობს მართლაც ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან, თუმცა ამ მძიმე სენს სძლია. კოტე თოლორდავა საკუთარ წარსულზე საუბარს არასდროს ერიდებოდა. "მე ვარ კოტე თოლორდავა და მე ვარ ნარკომანი. არ არსებობს ყოფილი ნარკომანი, ადამიანი, რომელიც იყო ნარკომანი ყოველთვის დიდი საშიშროების წინაშე დგას, მიუხედავად იმისა დაამარცხა თუ არა მან ეს სენი. ის ყოველთვის დგას საშიშროების წინაშე, რომ ფეხი დაუცდეს, გაიმეოროს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ... ჩვენ არ ვართ არც უგულოები, არც არაადამიანები, საშინელი ხალხი ვართ, რა თქმა უნდა და საშინელი შეცდომა დავუშვით. ამით ჩვენს თავებს და ჩვენს ოჯახებს მივაყენეთ ზიანი. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, როდესაც მან მე გამიცნო, მე წამალზე მიბმული ადამიანი ვიყავი და მისი დიდი სიყვარულით, გვერდში დგომით ვებრძვი ამ სენს"-განაცხადა კოტემ ღონისძიებაზე "მწერლები შეწყვეტილი ბიო-გრაფიის წინააღმდეგ". ![]() ![]() 207 2-ს მოსწონს 1-ს არა
|