საბუნებისმეტყველო ვისაც გეშინოდათ გველების, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ უფრო შეგეშინდებათ! 2015, 21 ივლისი, 21:30 მოდი ჯერ ვილაპრაკოთ ცოტა რამ გველების შესახებ:
ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არ აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. ადამინთა 90 %-ს გველების შიში აქვთ, თვითონ ამ ქვეწარმავალს ისეთი აღნაგობა აქვს, რომ როგორი ლამაზიც არ უნდა იყვეს მაინც შიშის გრძნობა ემართება ადამიანს. გველები ბინადრობენ წყალსა და მიწაზე, მხოლოდ არ არიან მფრინავები, მაგრამ არსებობს გველთა სახეობა რომელსაც ჰაერში რამოდენიმე მეტრის რადიუსზე გადახტომა (გაფრენა) შუძლია. გველების ზომა მერყეობს რამდენიმე სმ-იდან 10 მ-მდე (ბადებრივი პითონი); შხამიან გველებს შორის ყველაზე დიდია სამეფო კობრა (4 მ-ზე მეტი). ყველაზე ძლიერი შხამი ზღვის გველებს აქვთ. გველები იკვებებიან ცოცხალი საკვებით, ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით. ტროპიკულ ქვეყნებში შხამიან გველებს დიდი ზიანი მოაქვთ. შხამიანი გველების უსისტემო ჭერამ ბევრ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა მათი რიცხვი. ამის გამო შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში მთავრობის დადგენილებები გველების დაცვის შესახებ. გველი ასევე წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა მითოლოგიაში. ეს იყო პატარა მიმოხილვა გველების შესახებ, ახლა ამ საშინელი ქვეწარმავლების ნადირობის და საშინელი თავდასხმების ფოტო კრებულს წარმოგიდგენთ: 8202 16-ს მოსწონს 1-ს არა
|