x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136066
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510322
"მიყვარხარ და მენატრები"-ლელა წურწუმია გრძნობებს აღარ მალავს

image
რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კახა მამულაშვილი დააკავეს.

კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერია. "არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავეს, იცით რამდენი კახა მამულაშვილს ვიცნობ? მე თავად ვიცნობ მეყვავილე კახა მამულაშვილს… ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება და გერმანიაშია"-ამტკიცებდა ლელა წურწუმია. ყველაფერს ფარდა ვიდეოჩანაწერმა ახადა, რომელშიც დაკავებულს სახე არ უჩანს, თუმცა მამულიჩას ამოცნობა ფიგურით საკმაოდ მარტივი იყო. "მიყვარხარ, მენატრები"-წერს ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. მომღერლის ამ განცხადებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შოუბიზნესის წარომადგენლები და მეგობრები მომღერალს ამხნევებენ, გამძლეობს უსურვებენ და აიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. image

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0, 2048 გრ.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მამულიჩას ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

კახი მამულაშვილს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა. წინა სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა, რომელზეც მოსაამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მამულიჩას 55 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. image

0
885
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
885
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0