საზოგადოება ყველაზე სექსუალური და სასურველი პარლამენტარი ქალი 2015, 19 ივლისი, 20:47 პარლამენტი (ფრანგ. parlement ← parler = ლაპარაკი) ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების საფუძველზე ფორმირდება, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება ნაწილობრივ დანიშვნითაც შეიქმნას. პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს აღმიშვნელად განსაკუთრებით იმ ქვეყნებში გამოიყენება, სადაც ხელისუფლება გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, ვესტმინსტერის სისტემაზეა აწყობილი. (სახელი მიღებულია ფრანგული სიტყვიდან parlement, ლაპარაკის ('parler) პროცესი - განხილვა. ტერმინი შემოღებულ იქნა იმ შეხვედრების აღსანიშნავად, სადაც მიმდინარეობდა განხილვა).
ყველამ ვიცით, რომ პარლამენტში თავს იყრიან დეპუტატები, რომლებიც უმთავრესად განიხილავენ ქვეყნის საჭირ-ბოროტო და მნიშვნელოვან საკითხებს. დეპუტატებს ტრადიციულად წარმოადგენენ დაახლოებით 40 წლის განათლებული და მოწესრიგებული მამაკაცები, თუმცა თანამედროვე დროში ვხვდებით ლამაზ გამონაკლისებსაც. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია Elena Rapti, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში საბერძნეთის პარტიის "ახალი დემოკრატების" მეშვეობით მოექცა. ელენა ამ პარტიის წევრს წარმოადგენს და ძირითადად, საბერძნეთის ქალაქ სალონიკის მოსახლეობის ინტერესებისთვის მუშაობს. როგორც პარლამენტარი ქალი, მის უპირატესობას ხაზი გაესვა საზოგადოების მხრიდან ნარინჯისფერ კაბაში გამოჩენის შემდეგ. გაურკვეველია თუ როგორ მოახერხა კანონის არარსებობის მიუხედავად პარლამენტში თავის დამკვიდრება, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მან რადიკალურად გაზარდა მოსახლეობის ყურადღება პოლიტიკის მიმართ. და ვინ თქვა, რომ მოსაწყენია პარლამენტში ყოფნა და მთავარი საგადასახადო ფურცლებია? ამავე დროს კი თამამად შეგიძლიათ ანდოთ ელენას ნებისმიერი მნიშვნელოვანი და საიდუმლო "დოკუმენტი". როგორც სხვა დანარჩენი ადამიანების, ასევე არც ელენას ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ პარლამენტით (სამსახურით), ის ჩვეული ცხოვრების აქტიური მოყვარულია. აქვე კი ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ საბერძნეთიც არ განიცდის პაპარაცების დეფიციტს და სწორედ მათი წყალობით ხდება სასურველი პარლამენტარი ქალის- ელენას სექსუალური ფოტოები მისი "ფანებისათვის" (გულშემატკივრების) გულის გასახარი. ათენა, აფროდიტა... ეს ის სიტყვებია, რომლითაც ელენას ამკობენ, ბერძენი ოლიმპოს ღმერთებს შორის თანამედროვე ქალღმერთია. კონკრეტულად კი ის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და თავისი ქვეყნის ძლიერი ქალია. 2371 16-ს მოსწონს
|