თავის მოვლა ჯადოსნური ეფექტის თმის ნიღბები ინდოელი ქალებისაგან 2015, 19 ივლისი, 20:00 ინდოელი ქალები, თმის მოვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებან და მისი სილამაზის მრავალ საიდუმლოს ფლობენ.
გთავაზობთ, თმის მოვლის ინდურ რეცეპტებს, რომლის შედეგიც გაგაოგნებთ, თუ რათქმა უნდა, ნებისყოფა არ გიღალატებთ და კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ ერთ საათს დაუთმობთ საკუთარ თმას.
1. კარგად შეურიეთ ერთმანეთს 1 შეკვრა ხნა, 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 კვერცხის გული და 4-5 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და თანაბრად შეიზილეთ თმაში. ნიღაბი დაიტოვეთ 40-50 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. 2. აურიეთ ერთმანეთში თაფლი, სანელებლები და 1 ს.კ. მცენარეული ზეთი და მოათავსეთ ჭურჭელი გასათბობად ცხელ წყალში. ცალკე იგივე წესით შეათბეთ დარჩენილი მცენარეული ზეთი. ინდური ნიღაბი უნდა წაისვათ წმინდა სავარცხლით დავარცხნილ მშრალ თმაზე, თავდახრილ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს დამატებით სისხლის მიწოდებას და გააძლიერებს ნიღბის ეფექტს. თაფლის, სანელებლების და ზეთის ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში მასაჟური მოძრაობებით, ხოლო მცენარეული ზეთი, რომელიც ცალკე შეათბეთ, თანაბრად გადაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიფარეთ პოლიეთილენი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 30-60 წუთი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ბავშვის გამჭირვალე შამპუნის გამოყენებით. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ კონდიციონერი ან ბალზამი. (მასალა: თაფლი - 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი (ზეითუნის, მზესუმზირის, რეპეინოე, ნუშის და ა.შ.) – 3-5 ს.კ. დაფქული დარიჩინი - 1 ჩ.კ. დაფქული წითელი მწარე წიწაკა - 1/3 ჩ.კ. დაფქული მიხაკი - 1 ჩ.კ). 3. ინდოელი ქალების თმის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა ქოქოსის ზეთი, რომელის დადებითი ზემოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ის თანაბრად ნაწილდება თმის მთელ სიგრძეზე და ქმნის საიმედო დამცავ შრეს თმაზე, რომელიც იცავს თმის სტრუქტურას. ამიტომ ინდოელები ქოქოსის ზეთს იყენებენ ყოველდღიურად თმის დავარცხნისას. 493 11-ს მოსწონს
|