x
image
შაკო-დემე
შორს ჭორფლები და ლაქები

image გაზაფხულზე დიდი უსიამოვნება მოაქვს ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს. მათ თავიდან აცილებაში "მწვანე კოსმეტიკა" დაგეხმარებათ. მაგალითად, მეტად სასარგებლოა ოხრახუშის ნიღააბი. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ოხრახუში სუფთა კანზე 20 წთ დაიდეთ. ეს ნიღაბი კანს ათეთრებს და ელასტიურობას უბრუნებს.
ლაქებსა და ჭორფლს აუფერულებს, ასევე სახის ფერს აუმჯობესებს ლიმონიანი წყლით (2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 0, 5 ჭიქა წყალზე) კანის ყოველდღიურად გაწმენდვა.
მშრალი კანის დროს პიგმენტური ლაქებისგან იცავს მაწვნის და პირშუშხას სველი საფენების 20 წუთით დადება. (8 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ პირშუშხას 1 ჭიქა წყალი დაუმატეთ).
ყველა ზემოაღნიშნული საშუალება კარგია პროფილაქტიკისთვის. მაგრამ თუ ჭორფლი უკვე გაჩნდა, დილით და საღამოს სახე ხახვის და ლიმონის წვენისა და ათქვეფილი ცილის ნარევით (1:1) გაიწმინდეთ.
ჭორფლის საწინააღმდეგო ნარევი - 100გრამ თაფლს ერთი ლიმონის წვენი შეურიეთ. ამ ნარევში მარილის ტამპონი დაასველეთ, ჭორფლიან ადგილზე დაიდეთ და 15-20 წუთი გააჩერეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა 15-20 ნიღაბი.

18
1139
9-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
1139
  
2015, 29 იანვარი, 23:06
მე მომწონს ჭორფლები
2013, 22 ივნისი, 22:54
მე პირიქით მინდა ჭOრფლები და როგორ გავიჩინო ხო არიციტ? :დ
ვაიი რა მაგარიაა ზუსტად საჩემოა :D
2012, 24 მაისი, 1:18
ბელებმა კი:)))
2012, 24 მაისი, 1:15
აუფ :D ბელებმა ყველაფერი იციან? :D
2012, 24 მაისი, 1:10
მე რა არ ვიცი,ის მკიტხე:)))
2012, 24 მაისი, 1:08
ბებიების რეცეპტებია?? :D და შენ რაიცი?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10