x
image
K.P.
მამულიჩა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს? (+ვიდეო)
image
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0, 2048 გრ.

კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, კახი მამულაშვილი, იგივე მამულიჩაა. საეჭვოა დამთხვევა ასაკში, ასევე ემთხვევა ის ფაქტიც, რომ მამულიჩა საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ვიდეოზე დაფიქსირებული პირიც ძალაინ ჰგავს კახა მამულაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ლელას და მამულიჩას რამდენიმეწლიანი ქორწინება აკავშირებთ, ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ და მოსიყვარულე წყვილადაც ითვლებიან. მათ ერთი ქალიშვილი, მარიკო ჰყავთ. image

0
595
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0