x
image
თამმარ თედიაშვილი
უძველესი დამწერლობა

imageდამწერლობამ განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. დღესდღეისობით დიდი აქტუალობით განიხილება სხვადასხვა დროის ისტორიული ძეგლები, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას წარსული იპყრბობს.

რა გზით მოვედით ამ ეტაპამდე? რამ შეუქმნა საფუძველი მწერლობის ჩამოყალიბებას?
იმ მრავალ ფენომენთა შორის, რაც ადამიანს გამოარჩევს დანარჩენი ცოცხალი სამყაროსაგან, უპირველესია ენა. მხოლოდ მას აქვს საშუალება დაანაწევროს ბგერები და მათი წარმოთქმით დასრულებული აზრი გამოხატოს. პირველ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ გარკვეულ ბგერებს წარმოთქვამდნენ ადამიანები, აზრის გადმოსაცემად სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ.
დამწერლობის განვითარებაში გამოიყოფა ხუთი ძირითდი ნაწილი. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იდეოგრაფიული ანუ იეროგლიფური დამწერლობაა. უძველესი დამწერლობის აკვნად ეგვიპტეს მიიჩნევენ, მაგრამ მეცნიერებს შორის არსებობს გარკვეული შეხედულებები შუამდინარული, კერძოდ შუმერული დამწერლობის პირველობაზე. ჯერ კიდევ წინადინასტიურ ხანაში ეგვიპტელებს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ პიქტოგრამული სისტემა, შუმერებისგან განსხვავებით. თავად ეგვიპტელები დამწერლობას „ღვთაებრივ სიტყვებად“ მოიხსენიებდნენ. აღსაქმელად მეტად მარტივი იყო წარწერები. პირველ რიგში, იმიტომ რომ ერთი იეროგლიფი ერთ სიტყვას აღნიშნავდა და ფორმირების შემდეგაც კი არ დარღვეულა ეს სიმარტივე. არც კითხვის მიმართულების დადეგენა წარმოადგენდა სირთულეს, აზრის გადმოცემა იქიდან იწყებოდა საითაც პიქტოგრამაზე ამოტვიფრული ცხოველების და ადამიანების სახე და ფეხები იყო მიქცეული. ძველი ეგვიპტელები ჯერ ზემოდან-ქვემოთ წერდნენ, ხოლო მოგვიანებით მარჯვნიდან-მარცხნივ. ძალიან იშვიათად, მაგრამ ვხვდებით საპირისპირო მიმართულებით წარწერებსაც.image

პიქტოგრამები ყოველგარი გადაბმისა და დანაწევრების გარეშე იკითხებოდა საწყის ეტაპზე, რომელმაც საუკუნეები გასტანა, ხოლო შემდგომ რებუსული სახე შიძინა. ძველ ეგვიპტურ პიქტოგრამებს დეკორატიული დატვირთვაც ჰქონდა. ხშირად ღებავდნენ მათ წითელი და შავი საღებავით. უმეტესად ქვაზე სრუდებოდა, რაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მალე გავრცელდა შედარებით მარტივ ტყავზე, პაპირუსზე, ხესა და სხვა იდენტურ მასალებზე წერა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი პაპირუსმა დაიკავა. მისმა გამოგონებამ საგრძნობლად გაამარტივა წერა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დღემდე ცნობილია დაახლოებით 600-მდე იერატიული ნიშანი. არქეოლოგიური ექსპედიციებში აღმოჩენილ ძეგლებს შორის უძველესი ძვ.წ. 3000 წლით თარიღდება, მეფე ასის პაპირუსი. ხოლო იმ დროინდელ ყველაზე სრულ დოკუმენტად ჰარისის პაპირუსს თვლიან, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.

0
1054
6-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
1054
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0