x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პომიდვრის ჩახოხბილი ზამთრისთვის
პომიდვრის ჩახოხბილი
ამ რეცეპტით მომზადებული პომიდორი გამოიყენება თევზის და ხორცის ჩახოხბილი

კერძების მოსამზადებლად. რეცეპტი რაღაცით ტომატის რეცეპტს წააგავს, მაგრამ

ტომატი არ არის. კერძის მომზადების დროს, ეს ჩახოხბილი, ცოცხალი პომიდვრის

მაგივრობას წევს.


ქვემოთ მოცემული მასალით, 23-25 ლ. პომიდვრის ჩახოხბილი გამოდის. შეგიძლიათ მასალა პროპორციულად შეამციროთ ან გაზარდოთ.


მასალა:


პომიდორი - 30 კგ.

წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ.

ნიორი - გემოვნებით (0, 5 კგ-ს ფარგლებში)

დაფქული მწარე წიწაკა - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით


მომზადება:


1. დაფცქვენით და წვრილად (კუბიკებად) დაჭერით პომიდორი. მოათავსეთ ალუმინის

ქვაბში და ცეცხლზე დადგით. დროდადრო ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას (ქვაბი უნდა

იყოს დაბალი და განიერი ან კოვზი გრძელი, რომ ქვაბის ძირს კარგად მისწვდეს).

პომიდორი იმდენ ხანს უნდა ადუღოთ, ვიდრე ზედმეტი წვენი არ აორთქლდება და

არ შესქელდება.

2. ვიდრე პომიდორი დუღს, გარეცხეთ, ყუნწები და თესლი მოაცილეთ ბულგარულ

წიწაკას და გაატარეთ მანქანაში (წიწაკის დაჭრის და გატარების დროს, აუცილებლად

გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები).

3. როდესაც პომიდორი შესქელდება, ჩაასხით გატარებული ბულგარული წიწაკა. ამის

შემდეგ, ქვაბში მოთავსებული მასა ისევ გათხელდება. გააგრძელეთ დუღილის პროცესი,

იქამდე, ვიდრე ისევ არ შესქელდება.

4. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი.

5. შენელების შემდეგ, ადუღეთ 10-15 წუთი.

6. ცეცხლი არ გათიშოთ და ისე ჩაასხით სტერილურ ქილებში. ჩასხმისთანავე დაახურეთ თუნუქის სახურავი და როდესაც მთლიანად გაანაწილებთ ჩახოხბილს ქილებში, მოხუფეთ.

0
5597
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0