რობერტ სტურუა: "ისეთი რა ცოდვების გამო გვტანჯავენ ეს უნიჭო და უვიცი ადამიანები?!"
ქართულ ტელეარხებზე მომრავლებული ტელესერიალებისგან მოსახელობის უმრავლესობა დიდი ხანია შეწუხებულია. ალბათ ყველასთვის თვალშისაცმებია, რომ მექსიკური ტელესერიალები მკვეთრად შეცვალა თურქულმა და ინდურმა სერიალებმა. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ინდური და თურქული სერიალები მოსახლეობის ნაწილისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. რამდენიმე დღის წინ, ყველასათვის ცნობილმა რეჟისორმა-რობერტ სტურუამ, საკუთარი "ფეისბუქგვერდზე", სტატუსით, პირადად ჩემი სათქმელიც გამოხატა და ამით გააპროტესტა ეს ძალიან უნიჭო კინომიმდინარეობა;
"ბედისწერამ დედა მიტირა - 24 საათი ქართულ ტელეარხებს ვუყურებდი! რა ჩავიდინეთ ისეთი, ხალხო, რა ვერ მოვინანიეთ, ანდა ისეთი რა ცოდვების გამო გვტანჯავენ ეს უნიჭო და უვიცი ადამიანები?! მესმის, რატომ უცქერს მთელი საქართველო თურქულ სერიალებს. მშვიდდები, აღარავინ გამწარებს, არც ნაცისტების ვითომ ინტელექტუალური და ბოროტი თვალი გიხვრეტს ტვინს - ვიღაცას ვიღაცა უყვარს, იმას - სხვა, დედ-მამა კი მოხუც, მაგრამ კეთილშობელ საქმროს სთავაზობენ ლამაზ ზეინაბს - ზიხარ, განიცდი, სასიამოვნო ცრემლი გდის - იცი რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და გავიწყდება ჭკუაგადასული, გაუბედურებული, გამწარებული, აბსურდული სამყარო!
თამამ! ჩოქ, ჩოქ მერსი!"
თუმცა ბატონ რობერტს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ამ სერიალებს მთელი საქართველო უცქერს.