ჯარი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კრებითი სახელწოდებაა, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალებს (ჯარებს). ჯარის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს შეიარაღებული ბრძოლის წარმოება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჯარი ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს ქვეყნის მეთაური. ჯარის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური შტაბი, რომელიც უფლებამოსილია შეიმუშავოს ოპერაციის (ბრძოლის) გეგმა და უხელმძღვანელოს მის წარმოებას დაქვემდებარებული შტაბების საშუალებით.
მაშასადამე თითქმის ყველა ქვეყანას, ერთეული გამონაკლისების გარდა ჰყავს კარგად მობილიზებული ჯარი, რომელიც როგორც ნებაყოფლობით, ასევე სავალდებულო სამსახურს წარმოადგენს და ძირითადად მამარი სქესისთვისაა განკუთვნილი, თუმცა იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს და ვხვდებით ქვეყნებს, სადაც სამხედრო ვალდებულებებს ქალებიც გადიან.
ჯარის სხვადასხვა კატეგორიას ვხვდებით და დღევანდელ სტატიაში მინდა ე.წ. კომანდოს ჯარზე გესაუბროთ. კომანდოს ჯარი ყაზარმულ სწავლებებს მოიაზრებს და გადის ყველა იმ წვრთნას, რაც უზრუნველყოფს მტრის მოგერიებას. ფიზიკურად ძალზედ დამტვირთველია ეს წრთვნები, ამიტომ მხოლოდ ისინი მიდიან ასეთ სწავლებებზე, ვინც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზადა არიან ამისათვის. შესაძლოა პრაქტიკულად არც დაჭირდეთ, თუმცა ცხოვრებაში უთუოდ გამოადგებათ ამ პერიოდის ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა.