x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სახალისო ანეკდოტები ავტომობილებზე









image


***მამა და შვილი ერთად მიდიან მანქანით.

შვილი ეკითხება:

-მამა, ვისწავლე ტარება?როგორ მოგწონს?
-შვილო, ახლახან დაინახე ტროტუარზე ლამაზი გოგონა მინიკაბაში?

-ვერა..
-ესე იგი კიდევ ჯერ კიდევ არ იცი კარგად ტარება.***

image




***პატრულმა გააჩერა ავტომობილი და მძღოლს ეუბნება:
– რატომ მოძრაობთ ღვედის გარეშე?
– მერე? ხომ გაგიხარდა?***



***გზაზე კაცს მანქანა გაუფუჭდა, წყალმა აუდუღა. ახადა კაპოტი,
ამოვარდა ორთქლი. აიღო ნაჭერი და დაუწყო დანიავება, . ამ დროს გამოიარა
კახელმა მანქანით, გააჩერა და გასძახა:
– ბიჯოუ, რომელი რაუნდია?***

image


***-ეჰ, მალე ავტომობილი შესაკეთებელი გამიხდება.

-რატომ?

-ცოლმა მართვის მოწმობა აიღო.***



***მანქანა მოგპარეს და შენ კი არხეინად ხარ... - ეუბნებიან სვანს. - სად გაიქცევიან, ნომერი დავიმახსოვრე! - პასუხობს სვანი.***

image

***მამამ შვილს ახალი ავტომობილი უყიდა..მიიყვანა, ჩასვა შიგნით და უხსნის:

-ეს შვილო საჭეა, ეს სატერფულები, ამ სახელურით სიჩქარეებს გადართავ...
-მამი, მამი, მანქანა სად არი?***





***ავტობაზრობაზე "ფორდ ფოკუსს" ყიდიან.
მივიდა სვანი და ეკითხება:აბა რა ფოკუსის გაკეთება შეუძლიაო ...
პატრონმა
ეშმაკურად მოჭუტა თვალები და უთხრა: აი ჩაჯექი მანქანაში, იმ კედელს ხომ
ხედავო, თვალები დახუჭე, მე შელოცვას წავიკითხავ და კედელში გაივლისო.
დახუჭა თვალები სვანმა, პატრონმა შემოუარა კედელს და აბა გაახილე ახლა თვალები, ხო მაგარიაო.

სვანმაც რაც არ უნდა ღირდეს, მკიდია ვყიდულობო.

ჩაიყვანა სვანეთში, ჩასვა ძმაკაცები და ეუბნება თვალები დახუჭეთ მე შელოცვას წავიკითხავ და იმ კლდეში გავივლითო.
გააქანა ფორდი და რა თქმა უნდა კლდეს შეასკდა.
გადმოვიდა დარეტიანებული სვანი და მეგობრებს დაუღრიალა: ვინ გაახილეთ თვალები გამოტყდით თქვენი დედა მ...ო.***

***მამა თავის ქალიშვილს ეუბნება:

-გუშინ დაგინახე, ვიღაც ბიჭთან ავტომობილში სექსით იყავი დაკავებული.ვინაა ეგ ბიჭი?

-რა ფერის იყო მანქანა მამა?***


image

***ცოლი ქმარს ეუბნება

-იცი კარბურატორში წყალი შევიდა.

-რა იცი შენ? რა გესმის კარბურატორში წყალი შევიდა თუ არა? სადაა მანქანა ვნახო..
-მდინარეში.***
image


***ჭიჭიკია თავის ახალი "მერსედესით" ზომიერი სიჩქარით მიდის, ხედავს უკიდან უსიგნალებენ, გაიხედა სარკეში "ზაპოროჟეცია", სირცხვილი და თავის მოჭრა ამას როგორ უნდა გავასწრებინოო იფიქრა ჭიჭიკიამ და სიჩქარეს მოუმატა, თუმცა ხედავს "ზაპოროჟეცი" ისევ უკან მოსდევს და უსიგნალებს, ჭიჭიკიამ კიდევ მოუმატა სიჩქარეს, თუმცა კვლავ უკან მოსდევს და უსიგნალებს, კიდევ მოუმატა სიჩქარეს ჭიჭიკიამ, დახედა სპოდომეტრს 160-ს გადაცდა, "ზაპოროჟეცი" კვლავ კუდში უდგას და უსიგნალებს..გადაირია ჭიჭიკია, გააჩერა მანქანა, გადმოყო თავი და ზაპოროჟეცის მძღოლს გასძახა:"თუ ძმა ხარ ერთი გამაგებინე რა ძრავა გიდგას ამისთანა, რპმ ასეთი სიჩქარით მოძრაობო"..


"ძრავა კი არა ვინც ჩემი მანქანა შენსას ჩაუბა მე იმის დედა ვატირეო".***
image

-

1
380
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
380
  
2015, 17 ივლისი, 15:51
მომეწონა, განსაკუთრებით სვან კოპერფილდზე :):)
0 1 1