სხვა ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანით იკვებებოდა - შედეგი წარმოუდგენელი იყო! 2015, 17 ივლისი, 11:34 საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ბანანი ძალიან სასარგებლო ხილია. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ფრუქტოზა საქაროზა, გლუკოზა და ცელულოზა, რაც ორგანიზმს დიდი ხნით ანაყრებს. ამ ხილს გააჩნია ყველა აუცილებელი ნივთიერება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისა და ენერგიის შენარჩუნებისთვისაა საჭირო. ამას გარდა, ბანანი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთერებების გამოდევნას. დიეტოლოგმა, იულია ტარბატმა გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და 12 დღე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ბანანით იკვება. შედეგად კი აი, რა მიიღო: დიეტის დაწყებამდე იულიას პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: სისხლში შაქრის დონე მომატებული იყო, პრობლემები ჰქონდა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, აღენიშნებოდა სოკოვანი დაავადებები, დეპრესია და ჰორმონული დისბალანსი. ამას გარდა, დიდი ხნის მანძილზე მას არ შეეძლო დაორსულება. ექსპერიმენტის მსვლელობისას 12 დღის მანძილზე გოგონა ხოლოდ ბანანს მიირთმევდა. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: 1. "ჩემს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს ასე კარგად არასოდეს უმუშავია. არანაირი დისკომფორტი! საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება მქონდა." 2. "გავხდი უფრო მშვიდი, მიზანმიმართული, მომეხსნა ყველანაირი დაძაბულობა. ბანანი საკმაო ენერგიას მაძლევდა იმისათვის, რომ ყოვედღიური სამუშაო შემესრულებინა და ამავდროულად არ აწვებოდა ორგანიზმს ზედმეტ ტვირთად". 3. "ცხოვრებაში პირველად შევამჩნიე, რომ დღის მანძილზე ვასწრებ ყველაფერს, რაც დავგეგმე და ამასთან, საერთოდ არ ვიძაბები." დიეტის დასრულების შემდეგ იულიამ შენიშნა, რომ მისი სახის კანიც უფრო ჯანმრთელად გამოიყურებოდა, გახდა გლუვი და ხავერდოვანი. ხასიათი საგრძნობლად გამოუკეთდა. ორგანიზმი გაიწმინდა ტოქსიკური ნივთიერებებისგან და ყველა სასიცოცხლო ორგანოს მუშაობა მწყობრში ჩადგა. რაც მთავარია, ორი კვირის შემდეგ გოგონა დაფეხმძიმდა, რასაც რამდენიმე წელი ვერ ახერხებდა. რა თქმა უნდა, ისეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც ხილის მონოდიეტაა, მხოლოდ ექიმთან კონსულტაიცის შემდეგ შეიძლება. ბანანი ჭამა რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, არტერიული წნევა. რაციონში ბანანის შეტანას ურჩევენ ასევე კიბოთ დაავადებულებს. 12547 15-ს მოსწონს 1-ს არა
|