x
Facebook პოსტის განმარტებისათვის

image(პოსტი: ეს ზოგიერთი „ასო“, რომ თავს იკლავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, ვინმე უკრძალავს. ქორწინება ერთგვარი ხელშეკრულებაა ორი ადამიანის თანაცხოვრების შესახებ, სადაც სამოქალაქო კოდექსით გაწერილია მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. თუ ერთსქესიანებს თანაცხოვრება უნდათ, გააფორმონ ხელშეკრულება ერთმანეთთან (შეუძლიათ ნოტარიალურად დაამოწმონ). ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა პირობები აიღონ კოდექსიდან და იცხოვრონ ასე, ვინმე უშლით? მაგრამ ეს როგორც ჩანს, აშშ პრეზიდენტის არ იყოს, ერთგვარი ქულების დაწერის და პოპულარობის მოხვეჭის საშუალებაა მხოლოდ.)


რატომღაც ჩემი პოსტი ჰომოფობიურად მიიჩნიეს; ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე განმარტება გავაკეთო. მე ვთვლი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი პოლიტიზირებულია და არავითარი კავშირი, პოლიტელიტის განცხადებებს, ჭეშმარიტებასთან არ აქვს.


სადღაც წამიკითხავს, სად აღარ მახსოვს, რადგან დიდი ხნის წინ იყო, რომ კანონი არსებობს ბუნებრივი და სამართლებრივი. ქორწინება შეიძლება მივიჩნიოთ ბუნებრივ კანონად. ადამიანებმა, ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად, დაასკვნეს, რომ მათივე კეთილდღეობისათვის უმჯობესია ოჯახებად იცხოვრონ, ვიდრე ცხოველებივით ჯგროდ. ამის მაგალითია მატრიარქატიდან პატრიარქარულ ცხოვრების წესზე გადასვლა (თუმცა, მატრიარქარული ცხოვრების წესი დღესაც შეიმჩნევა აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში). ადამიანი, ზოგიერთი ცხოველისაგან განსხვავებით, ბუნებით პოლიგამია, მაგრამ გამოცდილებით დადგინდა, რომ უკეთესია ერთი წყვილის ერთად ცხოვრება, ვიდრე მრავალცოლიანობა ან მრავალქმრიანობა, რადგან ასე უფრო უკეთესად შეიძლება შვილების აღზრდა და მათზე ზრუნვა. ადამიანმა ასევე დაადგინა, რომ რაც მეტ განათლებას მიიღებს, მით უფრო მეტი შანსი აქვს დიდხანს იცოცხლოს და უკეთ იზრუნოს თავის შთამომავლობაზე; ეს კი უფრო უკეთესად ხერხდება თუ ადამიანები ოჯახებად ცხოვრობენ.
ჩემი პოსტით მინდოდა აღმენიშნა, რომ ქორწინება მხოლოდ რიტუალია და ჩემის აზრით იგი კანონში არც უნდა ფიგურირებდეს. თუ ორი ან მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ერთად თანაცხოვრებით უკეთესად იცხოვრებენ, დაე იცხოვრონ, სამოქალაქო კოდექსი ამის საშუალებას იძლევა. თუ მაინცდამაინც ეს ხმამაღლა უნდათ გააკეთონ, არც ამაზე ეტყვით უარს არც ტელევიზია და არც სხვა მედია საშუალება, პირიქით, რეიტინგისათვის შეიძლება მთელი წლის განმავლობაში არ ჩამოიღონ ეკრანიდან.
პოპულარობას და თავის გამოჩენას მოწყურებული ადამიანები ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთნი თავგამოდებით იცავენ სექსუალურ უმცირესობას, მეორენი კი ეროვნული ტრადიციების დასაცავად იბრძვიან. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც მრავალია გულწრფელი. მაგრამ მე, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულად შეგნებულად ამწვავებს, მათს გულწრფელობაში შემაქვს ეჭვი და ვფიქრობ ამით გარკვეულ სარგებელსაც ნახულობენ.
ამიტომ, გთხოვთ, ნუ ჩამთვლით ნურც ჰომოფობად და ნურც ეროვნული ტრადიციების თავგამოდებულ დამცველად, რადგან მიამჩნია, რომ გამუდმებით ეროვნულ გრძნობებზე აპელირება, იწვევს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას,
რომელიც თავის ეროვნებას სხვაზე მაღლა აყენებს. ეს კი წინაპირობაა ეროვნებათა შორის დაძაბულობის და დაპირისპირების გასაღრმავებლად. საერთოდ ეროვნული ნიშნით ადამიანთა დაყოფა არასწორი მგონია, იგი (ერების წარმოშობა) გამოწვეულია თავის დროზე ადამიანთა შორის კომუნიკაციების არ ქონის გამო (ყოველშემთხვევაში ერთერთი ძირითადი მიზეზი ეს უნდა იყოს). როგორც წესი, საერთაშორისო ასპარეზობები ქვეყნებს შორის ტარდება, რაც არასწორი მგონია და ვფიქრობ ასეთი სახით ასპარეზობის ჩატარება, მხოლოდ პოლიტიკოსებს აძლევთ ხელს, რათა მუდმივად არსებობდეს ხალხთა შორის დაპირისპირება და მუდმივად არსებობდეს პოლიტიკოსის
საჭიროება ამ დაპირისპირებაში წარმატების მისაღწევად.
სექსუალურ უმცირესობათა დამცველებს (სუდ) განსაკუთრებით ეწყინათ, ხოლო ეროვნული ტრადიციების დამცველებს (ეტდ) განსაკუთრებით გაუხარდათ ტერმინ „ასო“-ს გამოყენება. არადა არც მიფიქრია ვინმეს დაცინვა ან მასხრად აგდება. საქმე იმაშია, რომ „Non-Governmental Organization“ შემოკლებით იკითხება როგორც „ენ ჯე ო“, ხოლო იწერება - „NGO“; ასევე „არასამთავრობო ორგანიზაცია“ ქართულად შემოკლებით იკითხება როგორც „ან სან ონ“, ხოლო იწერება - „ასო“. ასე რომ ტყუილად მიწყრებიან „სუდ“-ები და ტყუილად უხარიათ „ეტდ“-ებს, მხოლოდ პოსტის სწრაფად აკრეფის მიზნით მოხდა ამ ტერმინის გამოყენება და შეგნებული ჩანაფიქრი არ გახლდათ.
სუდ-ებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას (მუხლი 319. ხელშეკრულების თავისუფლება. 1. კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.), ასე რომ ნებისმიერ ორ ან მეტ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სახის ხელშეკრულება დადონ და შესაბამისად გააფორმონ. ასეთ ხელშეკრულებას კი მასში მონაწილე მხარეებისათვის კანონის ძალა აქვს. ამიტომ მგონია სუდ-ების აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმად, რადგან ისინი ღია კარს ამტვრევენ. ასევე პოპულიზმი მგონია პრემიერის განცხადება, რომ იგი ყველანაირად ეცდება კონსტიტუციაში ჩაიწეროს ქორწინების განმარტება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქორწინება მხოლოდ რიტუალია და მას სამართლებრივ კანონთან არაფერი ესაქმება.
ადამიანს გააჩნია ბუნებრივი მოთხოვნილებები და მის დასაკმაყოფილებლად არჩია ეს განცალკევებით, ტუალეტში გაეკეთებინა (თუმცა, ჯერ კიდევ, ზოგიერთ აზიის და აფრიკის ქვეყნებში ამას მოურიდებლად, საზოგადოების თვალწინ აკეთებენ). სექსუალური მოთხოვნილებაც ბუნებრივია და მის დასაკმაყოფილებლად ზოგი არატრადიციულ ხერხს მიმართავს, მაგრამ ეს არაა იმის საფუძველი, რომ მის მიმართ ძალადობა გამოიყენო. ისე როგორც ადამიანი შეიძლება იყოს ფიზიკურად უნაკლო, მაგრამ იბადებიან, ან შემდეგ ხდებიან ხეიბრები და მიმართ ძალადობის გამოვლენა უზნეობად მიმაჩნია.
ზემოთაც ვახსენე, რომ სუდ-ების მხარესაც და ეტდ-ების მხარესაც მრავალი გულწრფელი ადამიანია. ამ ადამიანებს ვურჩევდი სანამ სხვის (ძირითადად პოლიტიკოსების) დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდებიან, მანამდე კარგად შეისწავლონ ეს საკითხი და თავად მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე. რაც არ უნდა ცნობილმა ადამიანმა გამოხატოს თავის პოზიცია საჯაროდ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ჭეშმარიტებაა. არც იმის მიხედვით შეიძლება ვაღიაროთ ჭეშმარიტებად ესა თუ ის საკითხი, უმრავლესობა
უჭერს მხარს თუ უმცირესობა. სხვის ნათქვამს ჭეშმარიტებად აღიარებს გაუნათლებელი ადამიანი, ხოლო თუ პიროვნებას განათლებულობაზე აქვს პრეტენზია, ჯობს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაერკვეს საკითხის არსში და შემდეგ გამოხატოს, შესაბამისი დასაბუთებით, საკუთარი აზრი. პრობლემის გადაჭრის ხერხი აქციების გამართვაში და ხმამაღლა ყვირილში (რომელიც, ჩემის აზრით, საზოგადოებაზე ზეწოლად ითვლება) არა არის, არამედ ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზების
გამოკვლევაშია თუ რამ გამოიწვია იგი და ამის შემდეგ უფრო გაადვილდება ამ თუ იმ საკითხის გადაჭრის გზების მოძებნა.

4
20
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
20
  
2015, 17 ივლისი, 9:32
მადლობთ შენიშვნებისათვის. მაგრამ მაინც მგონია, რომ თანაცხოვრების ხელშეკრულებაში შესაძლებელია ისეთი მუხლების ჩადება, რომლებიც თითქმის ქორწინების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების თანაბარი იქნება. ამის საფუძველს ხელშეკრულების თავისუფლების მუხლი იძლევა.
2015, 16 ივლისი, 20:56
ჯვრისწერა ქორწინებად არ ითვლება სამართლისთვის. ქორწინება ნამდვილია, თუ ის სამოქალაქო წესითაა დადებული. ე.ი. მატჩის ბიუროში მიხვედი, სადაც ხელს აწერ და დებ ხელშეკრულებას, ე.წ. საქორწინო მოწმობას აწერ ხელს, რაც ნიშნავს იმას, რომ შენზე ვრცელდება ის ნორმები, რომელიც სამოქალაქო კოდექსშია მოცემული, ქორწნებასთან დაკავშირებით. :) გარდა ამ ყველაფრისა, თუ ორი პირი გადმოწერს იმ, ნორმებს, რას სამოქალაქო კოდექსში წერია ეს არ ნიშნავს, რომ იგივე უფლებები ექნებათ, რაც მეუღლეებს. რაგან მეუღლე სამოქალაქო კოდექსით სხვა პირია, თქვენს მიერ ნახსენებ ხელშეკრულებაში კი სხვა. როცა სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ მეუღლე არ არის ვალდებული ჩვენება მისცეს მეორე მეუღლის წინააღმდეგ, ეს ნორმა ვერ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმას "თვითნებურად" უწოდეს ერთმანეთს მეუღლეები, ანუ ერთსქესიან პრებზე, გარდა ამისა, რაც არ უნდა ჩაწერონ ხელშეკრულებაში ის ნორმა ბათილია, თუ კანონს ეწინააღმდეგება. დავუშვათ, ორმა ერთსქესიანმა პირმა ჩაწერა ხელშეჯრულებაში, რომ გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება ეკუთვნის მეორეს. ასეთ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება გამოჩნდეს გარდაცვლილის მეორე რიგის მემკვიდრე და სასამართლოს გზით ქონების ნაწილსმიიღებს. როდესაც ქორწინების შემთხვევაში მთელი ქონება მეუღლეს რჩება და სხვა პირები, მეორე და შედგომი რიგის მემკვიდრეები გარდაცვლილის ქონებაზე უფლებას კარგავენ.
2015, 16 ივლისი, 20:41
ბუნებრივ და პოზიტიურ სამართალზე ალბათ სწორს ბრძანებთ. მე იურისტი არ ვარ და სიღრმისეულად ვერ ვერკვევი. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მხარეებს ეკისრებათ ქორწინების შემთხვევაში, ანუ, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შედგენა სავალდებულო არაა. მაგრამ თუ მხარეებს კოდექსში ასახული ვალდებულებების გარდა დამატებითი პირობები სჭირდებათ, მაშინ ხელშეკრულება საჭიროა. კოდექსი აყალიბებს საქორწინო ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. თუ ერთსქესიანებს თანაცხოვრება უნდათ ამ სტანდარტული პირობებით, მათ შეუძლიათ ეს პირობები თავიანთ ხელშეკრულებაში ჩაწერონ. მათ შორის გაყრის შემთხვევაში ქონების გაყოფის, სასამართლოზე მოწმედ გამოსვლის დაუშვებლობა და ა.შ.. მათ ასეთი ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვთ. ამ ხელშეკრულებას სახელად საქორწინო არა მაგრამ, თანაცხოვრების შესახებ შეიძლება ეწოდოს.
2015, 16 ივლისი, 19:42
არ არსებობს ბუნებრივი და სამართლებრივი კანონები. :) არსებობს ბუნებითი და პოზიტიური სამართალი. ბუნებითი სამართალი ფაქტიურად დაწერილი არ არის, ის საზოგადოებაში გავრცელებული ნორმათა ერთობაა, თუმცა მას სამართლებრივი ძალა არ აქვს. პოზიტიური სამართალი კი ზოგადად ნორმათა, კანონთა ერთობლიობაა. (მაგ: საქართველოში არ ისჯება ინცესტი, თუმცა საზოგადოებაში ის ამაზრზენ საქციელად მიიჩნევა და სწორიცაა, თუ პირი ინცესტს ჩაიდენს მას ვერავინ დასჯის, თუმცა შეიძლება ვთქვათ რომ ამას ბუნებითი სამართალი კრძალავს.)
სამოქალაქო კოდექსშიც და ზოგადად კერძო სამართალშიც მოქმედებს პრინციპი: "რაც აკრძალური არ არის დასაშვებია". ცალსახაა, რომ ორ (ერთსქესიან) პირს შეუძლია დადოს ხელშეკრულება, ამაზე არ ვკამათობთ, მაგრამ ეს ხელშეკრულება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუტოლდება ქორწინებას. (სამართლებრივად თუ განვიხილავთ ქორწინებაც ხელშეკრულებაა და სხვა არაფერი.)
ქორწინებას მეუღლეებისათვის სხვა დატვირთვა აქვს და ისეთი "პრივილეგიებით" სარგებლობენ, როგორითაც სხვა ორი პირი ვერ ისარგებლებს. მაგ: მეუღლის გარდაცვალების შემდგომ ქონების განკარგვის საკითხი.
ასევე თუ ერთი მეუღლე ჩაიდენს დანაშაულს, მეორე მეუღლე არაა ვალდებული მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, ასევე არ გამოვა მოწმედ სასამართლოში. თუ ორ პირს არ აკავშირებს ქორწინება და უბრალოდ ხელშეკრულება აქვთ დადებული, როგორზეც თქვენ საუბრობთ, მაშინ თუ ერთ-ერთი მათგანი რაიმეს დააშავებს, მეორე ვალებულია სამართალდამცავებს შეატყობინოს, მის წინააღმდეგ ჩვენებაც მისცეს და მეტიც, თუ ასე არ მოიქცევა თანამონაწილეობისთვის დაისჯება და ციხეში მოხვდება. ასე, რომ ქორწინებას იმაზე მეტი სამართლებრივი დატვირთვა აქვს ვიდრე წარმოგიდგენიათ.
0 1 4