შოუბიზნესი როგორი დედაა ქეთა თოფურია და რატომ მალავს ის ქალიშვილის სახეს? მომღერალი პატარა ლივზე გვიამბობს 2015, 16 ივლისი, 3:10
მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა, ქეთას გოგონა შეეძინა. პატარას ოლივია დაარქვა და ლივს ეძახიან. ქალიშვილის სახელზე დიდხანს იფიქრა და გადაწყვეტილება ბოლო წუთებში მიიღო. "ძალიან ბევრი ვიწვალე, არ ვიცოდი რა დამერქმია"-ამტკიცებს ქეთა. მომღერალი ქალიშვილთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, თუმცა გოგონას სახე არცერთ სურათში არ უჩანს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ქეთა ასე ცდილობს ქალიშვილი ბოროტი თვალისა და არაკეთილისმსურველებისაგან დაიცვას. "ყოველ სამ საათში ერთხელ მიწევს გაღვიძება. წყნარი ბავშვია, არ ჭირვეულობს, კარგად ჭამს. დედაჩემიც აქ არის, ძიძაც გვყავს და ყველა ამ პატარას დავფუფუნებთ"-გვიამბობს თიკა. მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა, რაც სკანდალად იქცა. კლინიკაში, სადაც ლივი გაჩნდა მომსახურეობა საკმაოდ ძვირია და ხშირად ჰოლივუდის ვარსკვლავებიც სტუმრობენ. "თავიდან მინდოდა სახლში ვყოფილიყავი. შემდგომ ჩემს მეუღლეს დავთანხმდი, მას უნდოდა ბავშვი ამერიკაში გამეჩინა. პატარასთვის კარგია, ამერიკული პასპორტი ექნება. გარდა ამისა, იქ მედიცინა უფრო განვითარებულია. როცა საშუალება გაქვს და ირჩევ, ჩვენც საუკეთესო კლინიკაზე შევჩერდით"-გვიამბო თიკამ. შეგახსენებთ რომ, ქეთა დაქორწინებულია ებრაელ ბიზნესმენზე ლევ გეიხმანზე. წყვილს სამწლიანი რომანი აკავშირებდა. ლევ გეიხმანი კარგი ადამიანი გამოდგა, ქეთა ხშირად აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს ქართული მენტალიტეტი აქვს. როდესაც მომღერალის მამა, ანდრო თოფურიძე გარდაიცვალა ლიოვა ქეთას დედასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა. ეს ორივესათვის პირველი ქორინებაა, თუმცა ლიოვას ქალიშვილი ჰყავს. 15 წლის სონია შვეიცარიაში სწავლობს. მომღერალი შესანიშნავი დედინაცვალიც გამოდგა. სონია ქორწილშიც იყო, როდესაც შვეიცარიიდან ჩამოდის ქეთასთან ბინავდება. მეტიც, ხშირად დასასვენებლადაც კი ერთად დადიან. ვულოცავთ ქეთას ქალიშვილის დაბადებას, პატარას კი ჯანმრთელობას ვუსურვებთ... 729 3-ს მოსწონს 1-ს არა
|