საზოგადოებრივი ამერიკა ჩინელებმა აღმოაჩინეს? 2015, 15 ივლისი, 15:22 როგორც ჩანს გეოგრაფიის და ისტორიის სახელმძღვანელოს მესამედ რედაქტირება მოხდება, კარგა ხანს ითვლებოდა, რომ ამერიკა ქრისტოფორე კოლუმბმა აღმოაჩინა, ახლა როგორც ჩანს კოლუმბი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
მეცნიერი, ჩინური ხელნაწერების სპეციალისტი ჯონ რუსკამპი მივიდა დასკვნამდე, რომ კოლუმბამდე 2800 წლის წინ ამერიკის კონტინენტს ჩინელები სტუმრობდნენ. მანამდე როგორც ვიცით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირველად ამერიკის კონტინენტს კოლუმბამდე 500 წლით ადრე ვიკინგები სტუმრობდნენ, კერძოდ ლეაფ ერიქსონი, ახლა კი სკანდინავიელს და იტალიელს ჩინელებმა გაასწრეს. "პირველად ეჭვი რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, -იხსენებს ჯონ რუსკამპი-ითვლება, რომ ნახატები და პიქტოგრამები ქვებზე ადგილობრივმა ამერიკელებმა და პირველმა ესპანეთიდან გადასახლებულებმა ამოტვიფრეს.მთლიანად დაახლებით 25 000 ასეთი გამოსახულება არსებობს, ერთ-ერთი რაღაცას მახსნებდა და უცებ გონება გამინათდა, ეს ხომ ჩინური იეროგლიფია "ჯოუ", რომელიც ჩინურ ნავს ნიშნავს! რუსკამპმა შეისწავლა პეტროგლიფები მთლიანად ამერიკის ტერიტორიაზე და აღმოაჩინა 84 პიქტოგრამა, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა ჩინურ იეროგლიფებს. მაგალითად არიზონაში აღმოჩენილი იქნა ქვა წარწერით:"10 წლიანი მოგზაურობის და განშორების შემდეგ დავბრუნდით და შევუერთდით მზის სახლს." არსებობს ცნობილი უძველესი შან ხან ცზინის ჩინური ტრაქტატი-"წიგნი მთებსა და ზღვებზე", სადაც მოხსენიებულია საიდუმლო ექსპედიცია, რომელმაც გადაკვეთა აღმოსავლეთის ზღვა(წყნარი ოკეანე) და მიაღწია შორეულ მიწებს, სადაც მზე ამოდის.გამოდის რომ ჩინელები ამერიკას მზის სახლს ეძახდნენ. კიდევ ერთი წარწერა, რომელიც მსხვერპლთშეწირვას შეეხება:"ჩვენ მოწიწებით შევწირეთ ძაღლი დიდ ცზია შანს და ზეციურ მფარველს." ყველაფერი ემთხვევა-აცხადებს მეცნიერი, -ცზია შანი შანების დინასტიის მესამე მეფე იყო, ის მეფობდა 2000 წელს ჩვ. წ. აღრიცხვამდე.ზუსტად იმ პერიოდში ჩინეთში პოპულარული იყო ძაღლების მსხვერპლად შეწირვა.უფრო მეტიც, იეროგლიფი ზუსტად შეესაბამება იმ დროინდელ ჩინურ სამეფო ეტიკეტს.იმ პერიოდში მეფის სახელის წინ ურთავდნენ იეროგლიფ "და"-ს, რაც "დიდს", "დიდებულს" ნიშნავდა. მეცნიერები უკვე დაინტერესდნენ ამ აღმოჩენით, თუმცა დასკვენების გამოტანას არ ჩქარობენ. რამდენიმე კითხვა, რომელსაც პასუხი მყისვე გაეცა. პირველი-იქნებ ჩინელმა ემიგრანტებმა ამოტვიფრეს წარწერები? პასუხი:შეუძლებელია, რადგან ის ჩინური დამწერლობა, რითაც ამერიკის კონტინეტზე ქვებზეა ამოტვიფრული აღარ არსებობს, დაიკარგა შანების დინასტიის დასასრულისთანავე 1046 წელს ჩვ. წ. აღრიცხვამდე.არქოლოგებმა ძველი დამწერლობა პირველად 1889 წელს აღმოაჩინეს აგერ უკვე 100 წელზე მეტია მეცნიერები მას შიფრავენ.ამ დამწერლობის წაკითხვა მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრეს შეუძლია. მეორე, -იქნებ ამერიკელი ინდიელების და ჩინელების დამწერლობა ერთმანეთს დაემთხვა? პასუხი:ეს წარმოუდგენელია ორი სხვადასვხა კონტინენტის დამწერლობა ერთმანეთს დაემთხვეს, თუმცა მეცნიერებმა მაინც მოახდინეს პიქტოგრამების შედარება ჟაკარის ინდექსით.შეადარეს 53 წყვილი სხვადასხვა პიქტოგრამა.დამთხვევის ალბათობამ 1%-ზე ნაკლები შეადგინა. მესამე-სადაა არქეოლოგიური მტიკიცებულება? პასუხი:რუსკამპის დასკვნა მართლაც დამჯერებლად გამოიყურება, თუმცა ისტორიკოსებს სჭირდებათ არქეოლუგიური მტკიცებულებები, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს.იქნებ რაიმე დასახლება იყო, დარჩა ყოვედღიური მოხმარების ინსტრუმენტები, ჭურჭელი, საგნები და ა.შ. თუმცა ანალოგიური იყო ვიკინგების შემთხვევაშიც, არსებობდა მხოლოდ ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ლაიფ ერიქსონი ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობდა ჩვ. წ. აღრიცხვით 1000 წელს, ისლანდიური საგები მოგვითხრობს, რომ მან ვინლანდში გამოიზამთრა(თარგმანში ღვინის მიწები, ახლანდელი ნიუფაუნლენდის სანაპირო)შემდეგ კი გრენლანდიაში დაბრუნდა, ამერიკაში დარჩა მისი ძმა ტორვალდი, რომელიც ინდიელებთან შეტაკების დროს დაიღუპა. თუმცა მეცნიერები ლაიფ ერიქსონის მიერ ამერიკის აღმოჩენას პრიორიტეტულად მანამდე არ აღიარებდნენ, სანამ არქოლოგებმა არ აღმოაჩინეს ვიკინგების სადგომი ლ’ანს-ო-მედოუზში, ნიუფაუნდლენდის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში 1960 წელს. სურათზე:ლ’ანს-ო-მედოუზი, ვიკინგთა სოფელი ამერიკის კონტინენტზე, რომელიც 1960 წელს ნორვეგიელმა მკვლევარმა ჰელგე ინგსტადმა აღმოაჩინა. 415 8-ს მოსწონს 1-ს არა
|