ეს ამბავი ერთ ბიჭს გადახდა რომელიც „Mouth“-ში ცხოვრობდა.ამ სოფლის გვერდით სხვა პატარა სოფლებიც იყო სადაც უკეთესი გასართობები იყო.კლუბები, პარკები და სხვა ასეთი რამ, ამ სოფელშიც იყო მაგრამ დიდი ხნის წინ დახურეს სკოლაც კი იყო მაგრამ ისიც დახურეს და ბავშვებს მეზობელ სოფელში უწევდათ სიარული.ერთ ღამეს როცა სახლში ბრუნდებოდა თავისი მოტოციკლეტით შორი გზა უნდა გაევლო.უცებ შუა გზაში მოხუცი ქალი დაინახა რომელიც გაჩერებას თხოვდა, ბიჭმა იფიქრა სად უნდა დაესვა და ამიტომ გზა გააგრძელა მაგრამ მალევე გაჩერდა და წაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ უკან როცა მოიხედა ქალი უკვე ახლოს იყო.მას შეეშინდა და სიჩქარეს მოუმატა როცა კვლავ შეანელა და უკან მოიხედა ქალი კიდევ უფრო ახლოს იყო, შემდაე კიდევ უფრო სწრაფად წავიდა და აღარ გაჩერებულა.უცებ რაღაცის ხმა გაიგონა, სახლში რომ მივიდა მოტიციკლეტი ეზოში დატოვა თვითონ სახლში შევიდა და იმ იმედით დაიძინა რომ ყველაფერი მოეჩვენა.დილით როცა ადგა ტანსაცმელი ნახა და სულ სისხლიანი იყო, როცა ეზოში გავიდა და მოტოციკლეტი შეამოწმა უკანა მხარე დამტვრეული დახვდა.