საფირმო კერძებიდან და შემწვარი საჭმელებიდან ბევრი ვიცით და ბევრიც გაგვისინჯია. მაგალითად შემწვარი, დაბეჟილი ხორცი ანუ სტეიკი და სხვა ასეთი შემწვარი საჭმელები. ასევე კარტოფილი, ბადრიჯანი, შემწვარი ან შებრაწული კომბოსტო და სხვა ამდაგვარი რაც ვიცი.
მაგრამ ამასთანავე ჩვენ შეგვიძლია შევწვათ სხვა პროდუქტები და ხილეულობა რომელსაც თავის სპეციალური რეცეპტი აქვს.
საუზმის შემდეგ მივირთვათ უამრავი სხვადა სხვა დესერტები:
საზამთრო დავჭრათ ქერქიანათ ნაჭრებათ და მოვასხათ ზემოდან ზეთის ხილის ზეთი და შევწვათ მასე 20 წამი.
შეგვიძლია კიდევ ბანანი შუაზე გავჭრათ ქერქიანად და შუა გულში დავამატოთ მიწის თხილი და მასე შევწვათ სანამ ბანანის ქერქი სუმთლად არ გაშავდება და მერე მივირთვათ.
ატამი გავყოთ შუაზე 2 ნაწილათ და ზემოდან მოვასხათ თაფლი და შევწვათ მასე შეწვის შემდეგ, გადმოვიღოთ და ზედ დავადოთ 1 კოვზი ნაყინი და მივირთვათ.
პურის ნაჭრების შუაში ჩავდოთ დაკეპილი ხორცი მოვასხათ ცოტა ოდენი ზეთი, ყველი, ბოსტნეული რაც გვსურს და ჩავდოთ ტოსტერში 5 10 წუთის შემდეგ, ჰაბურგერი მზად იქნება.
ანანასის ნაჭრები დავჭრათ შუაზე მრგვალათ, ზემოდან მოვაყაროთ დაფქვილი ან
თხლად დაჭრილი ქოქოსი და შევდგათ 30 წამით საცხობში. გამოვიღოთ
და მოვასხათ ლიმონი ცოტა ოდენი ზეთის ხილის ზეთი ყველი და სხვა რაც გვინდა
მივირთვათ შემდეგ გემრიელად.
ვაშლი გავჭრათ შუაზე საცხობში შევდგათ 1 წუთით და შემდეგ მოვასხათ თაფლი
შავი წიწაკა და ცოტა ლიმნის წვენი ან ლიმნის ნაჭრები, დავალაგოთ ზემოდან
და მოვაყაროთ ვანილი შევდგათ საყინულეში და 19 წუთის შემდეგ მივირთვად.
და ამავდროულათ შეგვიძლია ყველანაირი ხილი შევწვათ დავამზადოთ შემდეგ
მოვასხათ იოგურტი, თაფლი, ვანილიც და სხვა დასაგემოვნებელი ფხვნილები, არომატები.
შევწვათ ატამი მოვაყაროთ მარწყვი და მოვასხათ იოგურტი ან მაწონი მივირთვათ შემდეგ.
შევწვათ ლეღვი დავამზადოთ რაიმე ჩვენთვის სასურველი კრემი და შემწვარ ლეღვთან ერთად მივირთვათ.