x
image
K.P.
როგორი დედაა შორენა ბეგაშვილი?! (+ულამაზესი ევას ფოტოები)

image
პოპულარული ტელეწამყვანი, მსახიობი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. გაგიკვიდებათ, მაგრამ სექსიმბოლო სკოლაში საკმაოდ კარგი მოსწავლე გახლდათ, სკოლის დამთავრების შემდგომ თეატრალ უნივერსიტეტში ჩაბარება საკუთარი ძალებით, დამოუკიდებლად შეძლო. შორენას საზოგადოებაში გამოჩენას დიდი კანდალი მოჰყვა. გათხოვილი ქალი "ფლეიბოისთვის" გაშიშვლდა, რასაც "ღამე შორენასთან" მოჰყვა. სამწუხაროდ, ოჯახი მალევე დაინგრა. შორენა დაქორწინებული გახლდათ ბიზნესმენ დავით ბარბაქაძეზე. 17 წლის ასაკში შექმნილმა ოჯახმა ცხოვრების სირთულეებს ვერ გაუძლო. image

მსახიობს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, 13 წლის ევა ჰყავს. შორენა ჭორებსა და კრიტიკაზე ნაკლებად რეაგირებს, მაგრამ როდესაც მის ქალიშვილსზე უხამსად ჭორაობენ ძალიან ბრაზდება და ყველას საკადრის პასუხს სცემს. ევაზე მხოლოდ დედა ზრუნავს. გოგონას მამასთანაც აქვს ურთიერთობა, თუმცა ფინანსურად ნაკლებად ეხმარება. გოგონა დედის მესაიდუმლეა, ერთმანეთს არაფერს უმალავენ და ცხოვრებისეულ ჭირსაც და ლხინსაც იზიარებენ. შორენას თქმით, ევა ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მის ცხოვრებაში მუდმივად რჩება და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. მსახიობს დატვირთული გრაფიკი აქვს, რის გამოც ქალიშვილს ყველგან თან დაატარებს, ცხადია, სადაც ეს შესაძლებელია. "ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს, ვსაუბრობთ. ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო"-გვიამბობს შორენა. imageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














0
1147
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0