x
image
K.P.
სოფი სააკაშვილმა "Славянский базар"-ზე მესამე ადგილი აიღო: "მეტი მინდოდა, თუმცა საშუალება არ მომცეს"
image
სოფი სააკაშვილი მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილი გახლავთ. გოგონა დედის მსგავსად სიმღერითაა გატაცებული. ის საქართველომ "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტის, "X ფაქტორის" მეშვეობით გაიცნო. მომღერალი ამჟმად კონკურს "Славянский базар"-ში საქართველოს სახელით იღებდა მონაწილეობას.

კონკურსი დასრულდა, სოფიმ და საქართველომ საპატიო, მესამე ადგილი დაიკავა. სოფი პროექტის ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა პოლიტიკური მოტივების გამო მისი გამარჯვება ვერ მოხერხდა. "დღეს დაჯილდოვებაა. მესამე ადგილი ავიღეთ და მიხარია, რომ საპრიზო ადგილებში მოვხვდით და 21 ქვეყანას შორის, სამეულში ვართ. გილოცავთ. პ.ს. მეტი მინდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს. მადლობა! მიყვარხართ"-წერს სოფი სოციალურ ქსელში. image

12 ივლისს სოფი სოციალურ ქსელში წერდა: "მეგობრებო მეორე ნომრად გამოვედი და კვლავ, როგორც გუშინ ქულები არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ხელოვნებაში პოლიტიკაც არის გარეული. კონცერტი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მეეჭვება რამე შეიცვალოს. ქულები აღარ შეიცვლება, მე ამაყი ვარ რომ საქართველო ღირსეულად წარმოვადგინე, თუმცა ჩვენ პატარა და საყვარელ ქვეყანას ბევრი მტერი ყავს. მიყვარხართ და მალე დაგიბრუნდებით".

ერთ-ერთი საკონკურსო ტურის შემდეგ, სცენაზე სოფის დედა, მაია ყარყარაშვილიც მიიწვიეს. დედა-შვილმა თბილისოს პატარა მონაკვეთი შეასრულა და მაყურებელთა აღფრთოვანებაც გამოიწვია.


"სოფო სააკაშვილმა ისე იმღერა სლავიანსკი ბაზარზე ცოტა სისხლი გამეყინა ძარღვებში... ამაყი ვარ!!!"-წერდა ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში.

დიდი მადლობა სოფის ღირსეული ასპარეზობისა და ქვეყნის ასე კარგად წარდგენისათვის.

image




0
398
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0