შოუბიზნესი სოფი სააკაშვილმა "Славянский базар"-ზე მესამე ადგილი აიღო: "მეტი მინდოდა, თუმცა საშუალება არ მომცეს" 2015, 14 ივლისი, 0:59 ![]() სოფი სააკაშვილი მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილი გახლავთ. გოგონა დედის მსგავსად სიმღერითაა გატაცებული. ის საქართველომ "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტის, "X ფაქტორის" მეშვეობით გაიცნო. მომღერალი ამჟმად კონკურს "Славянский базар"-ში საქართველოს სახელით იღებდა მონაწილეობას. კონკურსი დასრულდა, სოფიმ და საქართველომ საპატიო, მესამე ადგილი დაიკავა. სოფი პროექტის ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა პოლიტიკური მოტივების გამო მისი გამარჯვება ვერ მოხერხდა. "დღეს დაჯილდოვებაა. მესამე ადგილი ავიღეთ და მიხარია, რომ საპრიზო ადგილებში მოვხვდით და 21 ქვეყანას შორის, სამეულში ვართ. გილოცავთ. პ.ს. მეტი მინდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს. მადლობა! მიყვარხართ"-წერს სოფი სოციალურ ქსელში. ![]() "სოფო სააკაშვილმა ისე იმღერა სლავიანსკი ბაზარზე ცოტა სისხლი გამეყინა ძარღვებში... ამაყი ვარ!!!"-წერდა ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში. დიდი მადლობა სოფის ღირსეული ასპარეზობისა და ქვეყნის ასე კარგად წარდგენისათვის. ![]() 398 2-ს მოსწონს
|