x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136066
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510320
პანსექსუალიზმი - ახალი სექსუალური ორიენტაცია და მისი ცნობილი წარმომადგენლები
image
შესაძლოა თუ არა ადამიანი იყოს არა ჰეტერო-, არა ჰომო- და არა ბი- სექსუალი, არამედ სულ სხვა სექსუალური ორიენტაციის? როგორც აღმოჩნდა ეს შესაძლებელია. სექსოლოგებმა უკვე შემოიტანეს პანსექსუალიზმის - XXI საუკუნის ახალი სექსუალური ორიენტაციის ცნება. აღნიშნულ ფენომენზე უკვე დაიწერა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა The Daily Telegraph და The New York Times. ხოლო Google Trends-ის მონაცემებით, ძიებები თემაზე pansexuality სულ უფრო პოპულარული ხდება საძიებო სისტემებში.


ტერმინის წარმომავლობა


პრეფიქსი pan- ბერძული ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს "ყველას" ან "ყოველს". პანსექსუალი - ეს არის ინდივიდი, რომელსაც შეიძლება ხიბლავდეს ქალები, კაცები, ტრანსგენდერები თუ ინტერსექსუალები (ადამიანები, რომლებსაც ჯერ თავად ვერ გაურკვევიათ საკუთარი ორიენტაცია). მაგრამ მათ შემთხვევაში საქმე არ ეხება სქესობრივ ლტოლვას.


სქესი, პარტნიორის არჩევისას არავითარ როლს არ თამაშობს. ბისექსუალებს იზიდავთ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, პანსექსუალები კი "გენდერული სიბრმავით" ხასიათდებიან როგორც პარტნიორის, ასევე საკუთარი სქესობრივი კუთვნილების მიმართ.



პანსექსუელობა მიიჩნევს, რომ პარტნიორი უნდა ეძებო მხოლოდ ადამიანის პიროვნული თვისებებიდან, საერთო იდეალებიდან და ემოციებიდან გამომდინარე.


ტერმინი დაიბადა 1990 იან წლებში, მაგრამ პოპულარული მხოლოდ ბოლო დროს გახდა. პანსექსუალობა, როგორც მოვლენა აქტიურად განიხილება 2010 წლიდან. სექსოლოგ ნიკი გოლდშტაინის აზრით, ამის მიზეზი არის ის, რომ თანამედროვე ახალგაზრდები მეტად უფიქრდებიან საკუთარ სექსუალობას და მის ნიუანსებს, ვიდრე წინა თაობა.


დროშა


image

პანსექსუალიზმს უკვე საკუთარი სამფეროვანი დროშაც გააჩნია: ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი. აქედან ვარდისფერი მდედრობითი სქესის წარმმადგენლებს გამოხატავს, ცისფერი - მამრობითს, ხოლო ყვითელი - მათ, ვინც ვერ ჯდება აღნიშნულ ბინარულ დაყოფაში: ტრანსგენდერები, ინტერსექსუალები, ბიგენდერები, აგენდერები და ა.შ.



ცნობილი პანსექსუალები


image

23 წლის შეილინ ვუდლი, როьელმაც სახელი გაითქვა ფილმიდან "დივერგენტი" - პანსექსუალობის აშკარა მაგალითია. თუმცა ამის გაგება ბევრ მის თაყვანისმეცელს უჭირს: როცა 2014 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ "უყვარდება ადამიანები იმის გამო, თუ როგორები არიან და არა მათი სქესის გამო", ბევრმა მიიჩნია, რომ ეს გოგონას მხრიდან ბისექსუალობის აღიარება იყო, მოგვიანებით შეილინს ახსნა-განმარტების გაკეთებაც კი მოუხდა, რათა უკეთ განემარტა საკუთარი პოზიცია.

image

"შიმშლის თამაშებში" მთავარი როლის შემსრულებელმა, 22 წლის ჯოშ ჰატჩერსონმა ჟურნალ Out Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა: "ახლა მე 100%-ით ჰეტეროსექსუალი ვარ. მაგრამ რა ვიცი? შეიძლება ერთი წლის შემდეგ შევხვდე ბიჭს და მოვხვდე, რომ ის მომწონს".

image

რეპ-შემსრულებელი ენჯელ ჰეიზი, რომელიც მოდელ აილენდ ბოლდუინს (ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინჯერის ქალიშვილი) ხვდებოდა, ასევე მსგავს მოსაზრებებს გამოთქვამს:
"სიყვარულს საზღვრები არა აქვს. თუ ვინმეს შეუძლია გამამხიარულოს, კარგად მაგრძნობინოს თავი... ესე იგი შემიძლია მასთან ვიყო. ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც ჰერმაფროდიტი იყოს."




1
1189
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1189
  
2015, 14 ივლისი, 11:53
აქ გამოთქმული მოსაზრებები არა ცხოველური, არამედ უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი,მეტამორფოზის უნარის მქონე მწერების- შეგრძნებათა გახმოვანებაა, მთავარია იყოს ხრწნადი ცილა.
0 1 1