ანრი ჯოხაძე რუსმა მესაზღვრეებმა აეროპორტში დააკავეს: "საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი"
პოპულარული ქართველი მომღერალი ანრი ჯოხაძე დიდ გაუგებრობაში გაეხვა. ის მოსკოვში დომოდედოვის აეროპორტში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს ვიზის არ ქონის გამო. ამ ყველაფრის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და დახმრებასაც ითხოვს: "საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ვარ დომოდედოვოს აეროპორტში მესაზღვრეების მიერ დაკავებული რუსეთის ვიზის არქონის გამო და ვერც გავაგებინე რომ ტრანზიტით ვარ არ ვიცი რა გავაკეთო თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ დავი დავაღწიო ამ გაუგებრობას".
მომღერალმა მოგზაურობა სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თავდაპირველად ყველაფერი არნახულად მიდიოდა, თუმცა კვიპროსის აეროპორტში პატარა უსიამოვნებას ჰქონდა ადგილი. "ჩვეულებრივად დავბინავდი კვიპროსის აეროპორტში, დავდივარ აქეთ და იქით ... აი ცოტა "აქანა სტენკას დავდგამ მჭირს " ისე მოვშინაურდი, აღარაფერს ვამბობ იმაზე თუ რა მეთოდით გამოვიცვალე სამოსი, უახლოესი 6 საათი ასე ვიქნები ბოლოს სავარაუდოდ საბინაო წიგნსაც მოვითხოვ, რომ ჩამწერონ"-წერდა ანრი სოციალურ ქსელში.
როგორც ირკვევა, გუშინ მომღერალი კოლეგა, სოფი სააკაშვილს გულშემატკივრობდა. ახალგაზრდა მომღერალი კონკურს "Славянский базар"-ში საქართველოს სახწლით იღებს მონაწილეობას. გოგონა პირველი საკონკურსო ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და იმედოვნებს, რომ შედეგებსაც გააუმჯობესებს. "სოფო სააკაშვილმა ისე იმღერა სლავიანსკი ბაზარზე ცოტა სისხლი გამეყინა ძარღვებში... ამაყი ვარ!!!"-წერდა ანრი სოციალურ ქსელში და კულისებში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებდა.
ვუსურვოთ სოფის გამარჯვება, ანრის კი პრობლემის მოგვარება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება.