ერთი და ორი შტერი ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ სხვა უბედურება გვჭირს - ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა!...
როგორმე ხალხს უნდა დავუბრუნოთ ცნობიერება...
როცა ერი განათლებულია, საშველს იპოვის. ჩვენ განათლება არ გვაქვს. არც სკოლები გვივარგა და უმაღლესში თუ მიხვედი, ფულს დაგატოვებინებენ და გამოგიშვებენ აქეთ. ტყუილია, სხვანაირად ვერ გადარჩები, ცნობიერება, ცოდნა გჭირდება, რომ დაფიქრდე, სად დგამ ნაბიჯს, რატომ დგამ იქით და არა სხვა მხარეს... კაცი გონს უნდა მოეგო და იაზროვნო. რაც კაცობრიობას უაზროვნია, მოქცეულია წიგნში, თუ წიგნს არ წაიკითხავ, დაბრუნდები გამოქვაბულში. ჩვენ გამოქვაბულში მივდივართ ახლა.
/ოტია იოსელიანი/