x
image
pofiga
ბრაზილიის ნაკრების 8 ყველაზე დიდი სირცხვილი

კოპა ამერიკა ცოტა ხნის წინ ჩილეს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ბრაზილიამ ნახევარფინალამდეც ვერ მიაღწია, თუმცა ისტორიას ახსოვს შემთხვევები, რომლებიც უფრო მეტად სამარცხვინოა ამ გუნდისთვის.

ბრაზილია 3:4 ნიგერია – 1996 წლის ოლიმპიადა (1/2 ფინალი)

image
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს არასდროს მოუგია ოლიმპიადა, მაგრამ მაშინ აშშ-ში ჩავიდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: რონალდო, რივალდო, რობერტო კარლოსი და ბებეტო. გუნდმა წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი, 1/4 ფინალში ჩამოიტოვა განა, მაგრამ 1/2 ფინალში ნიგერიასთან ვერაფერი გააწყო. მატჩი უზომოდ დრამატული გამოდგა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 12 წუთით ადრე ბრაზილია 2-ბურთიანუ უპირატესობით იგებდა, თუმცა აფრიკელებმა ჯერ სხვაობა შეამცირეს, 1 წუთით ადრე კი საერთოდ გაათანაბრეს ანგარიში – ნვანკო კანუმ თავისი მაღალი კლასის ხარჯზე დაუბრუნა იმედი ნიგერიის ნაკრებს. სწორედ კანუმ გაიტანა გამარჯვების გოლი დამატებით ტაიმში. მე-3 ადგილისთვის გამართულ მატჩში “სელესაომ” 5:0 გაანადგურა პორტუგალიის ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ დღემდე გამოცანად რჩება ის ფაქტი, თუ როგორ დამარცხდა ეს გუნდი ნიგერიასთან.

ბრაზილია 1:2 კამერუნი – 2000 წლის ოლიმპიადა (1/4 ფინალი)

4 წლის შემდეგ “თამაშებზე” ბრაზილიის ნაკრები რონალდინიოსთან ერთად ჩავიდა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. პრობლემები ფლეი-ოფის პირველივე მატჩში დაიწყო. კამერუნი მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. რონალდინიომ დამატებულ მე-4 წუთზე შეძლო გოლის გატანა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს აფრიკელები 9 კაცით თამაშობდნენ. ყველას ეგონა, ბრაზილია მოინელებდა მეტოქეს, თუმცა 113-ე წუთზე მოდესტ მბამიმ გოლი გაიტანა და მთელი სამხრეთ ამერიკა დაადუმა! ბრაზილია შოკში ჩავარდა!

საფრანგეთი 3:0 ბრაზილია – მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი (ფინალი)image
98 წლის მუნდიალზე ბრაზილია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა. გუნდმა ნელ-ნელა აკრიფა ფორმა. ფლეი-ოფში უკვე ყველა საუბრობდა, რომ ეს იყო საჩემპიონო გუნდი! ბრაზილიას ტიტული უნდა დაეცვა და ისტორიაში შესულიყო, როგორც ნაკრები, რომელმაც ზედიზედ 2-ჯერ მოიგო მსოფლიო თასი, თუმცა…
ბრაზილიის ნაკრებს იმ დროს ლიდერობდა ახალგაზრდა რონალდო, რომელმაც ტურნირის განმავლობაში 4 გოლი გაიტანა. საუკეთესო ფორმაში მყოფ სპორტსმენს, ფინალის წინ რაღაც დაემართა. ძალიან ცუდად გახდა, ამბობდნენ, სიკვდილს ძლივს გადაურჩაო. რონალდომ ფინალი მაინც ითამაშა, მაგრამ ფერმკრთალი იყო, ზიდანის გენიალურმა ასპარეზობამ კი ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები მოუტანა!

იუგოსლავია 8:4 ბრაზილია (ამხანაგური მატჩი, 1934 წელი)
image1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებმა სამარცხვინო მარცხი იწვნია ესპანელებისგან და რატომღაც მაშინვე გაემგზავრა ბელგრადში ამხანაგური თამაშის ჩასატარებლად. იუგოსლავიელებს სურდათ, მაქსიმალურად დაეხარჯათ თავი და ღირსეულად წარმსდგარიყვნენ პუბლიკის წინაშე, როგორც კარგი ევროპული გუნდი. საბოლოო ჯამში, იუგოსლავიამ 8 გოლი გაუტანა ბრაზილიას. ეს მატჩი ბრაზილიელების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გასახსენებელი მომენტია.

ურუგვაი 6:0 ბრაზილია – კოპა ამერიკა (1920 წელი)
image

95 წლის წინ კოპა ამერიკა ჩილეში ჩატარდა, ისევე როგორც ამ ზაფხულს. მაშინ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 4-მა ქვეყანამ: ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ და ურუგვაიმ. თვითონ ტურნირი კი მხოლოდ ჯგუფურ ეტაპს მოიცავდა – არანაირი ფლეი-ოფები და არც ფინალი. ურუგვაის ნაკრებმა თითო ტაიმში 3-3 გოლი გაუტანა მეტოქეს. ბრაზილიის ნაკრებმა პრესტიჯის გოლიც კი ვერ შეაგდო, არა და, შეხვედრის მეორე ნახევარში ისინი რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ, რადგან ურუგვაის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ნაადრევად დატოვა მწვანე მინდორი. აღსანიშნავია, რომ მაშინ ეს განადგურება ბევრს არ გაჰკვირვებია, ვინაიდან, ურუგვაის ყველა ძლიერ გუნდდად მიიჩნევდა.

ბრაზილია 1:5 არგენტინა – როკას ტასი (1939 წელი)

1 საუკუნის წინ არგენტინისა და ბრაზილიისთვის სპეციალურად მოიგონეს ტურნირი, რომელსაც არგენტინის პრეზიდენტის, ხულიო როკას სახელი დაერქვა. ტურნირის ისტორიაში მე-4 გათამაშება ბრაზილიაჩი ჩატარდა და 4 მატჩს მოიცავდა. რიო დე ჟანეიროში არგენტინამ მეტოქე 5:1 გაანადგურა. 1 წლის შემდეგ ბრაზილიელებმა 1:5 და 1:6 წააგეს, მაგრამ ეს არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს-აირესში მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიამ ეს სირცხვილი ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაივიწყდა. საშინაო მატჩის ასეთი ანგარიშით წაგება პრინციპულ მეტოქესთან უმტკინვეულესია, თუმცა ის, რაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, 1/2 ფინალში მოხდა, სულ სხვაა

ბრაზილია 0:2 ჰონდურასი – კოპა ამერიკა, 2001 წელი (1/4 ფინალი)
imageშეიძლება ითქვას, რომ ამ გათამაშებაში ბრაზილიის ნაკრებს უძლიერესი შემადგენლობა არ ჰყოლია, მაგრამ მაინც, როცა შემადგენლობაში გყავს ჟუნინიო, დენილსონი და ტექნიკური ალექსი, ჰონდურასთან 0:2 არ უნდა აგებდე! მიუხედავად მარცხისა, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი არ გაათავისუფლა. სკოლარიმ ეს სირცხვილი ზუსტად 1 წელიწადში ჩამოირეცხა, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ბრაზილია 1:7 გერმანია, მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელი (1/2 ფინალი)
imageეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული საღამო მთელი ბრაზილიის ისტორიაში. ალბათ, რაღაც უდიდესი კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ რომელიმე ბრაზილიელს დაავიწყდეს გერმანიისგან “შემოლაწუნება”. მართალია, მატჩის წინ ბრაზილიას ნეიმარი და ტიაგო სილვა გამოაკლდა, მაგრამ ზოგიერთ ნაკრებს ჟო და პაულინიოც არ ჰყავს, მაგრამ 1:7 არ მარცხდება. თანაც საკუთარ კედლებში, საკუთარ სტადიონზე საკუთარ მუნდიალზე… პირველ 29 წუთში თანამემამულეებით გადაჭედილ არენაზე ბრაზილიის ნაკრება 5 გოლი მიიღო საკუთარ კარში – ამით ყველაფერია ნათქვამი. არავის ეგონა, რომ ასეთი რაღაცები რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა, თუმცა იოაჰიმ ლიოვმა და კამპანიამ ლუის ფელიპე სკოლარის და მთლიან ბრაზილიას საზარელი კოშმარი ცხადში დაანახეს.

0
1024
4-ს მოსწონს
ავტორი:pofiga
pofiga
1024
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0