x
image
მანჩო 777
ქირურგმა გოგონამ საუნაში მამაკაცს კასტრირება გაუკეთა
მოსკოველი პოლიციელები ცდილობენ დაადგინონ გოგონას ვინაობა, რომელმაც მიზანმიმართულად დაამახინჯა მოსკოველი მამაკაცი, რომელიც მან საზოგადოებრივი კვების ობიექტში გაიცნო. საერთო ჯამში ახალგაზრდა ცოლიანმა მამაკაცმა დაკარგა სათესლე ჯირკვლები, ამასთანავე ბოროტმოქმედმა ქალმა ისე პროფესიონალურად ამოკერა სათესლე პარკები, რომ დაზარალებულმა მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, თუ რა შეემთხვა მას. 30 წლის ახალგაზრდა კაცი მოხვდა რეანიმაციაში, სადაც მას რთული ოპერაცია გაუკეთეს.


image


მამაკაცის თქმით, ის იჯდა კაფეში, რომელიც მოსკოვის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურ "წითელი კარიბჭესთან" ახლოს მდებარეობს, როცა მის გვერდით ახალგაზრდა ლამაზი გოგონა ჩამოჯდა. კაცმა სასმელი შესთავაზა მას. ალკოჰოლის საკმაოდ დიდი დოზის დალევის შემდეგ ქალმა მას საუნაში წასვლა შესთავაზა. ამის შემდეგ მამაკაცის მეხსიერებიდან ამოშლილია ყველაფერი, თუ რა მოხდა იქ.


"მე დილის ექვს საათზე გამოფხიზლდი, აღარც გოგონა იყო, არც ჩემი მობილური ტელეფონი, არც პლანშეტური კომპიუტერი და არც 15 ათასი რუბლი", - ყვება დაზარალებული.



კაცმა ტკივილი იგრძნო მუცლის ქვედა მხარეში, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ მიანიჭა, რადგან ჯერ კიდევ გაბრუებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ქალმა მას ძლიერმოქმედი საძილე საშუალება შეაპარა სასმელში. გაქურდულმა ლოველასმა საუნიდან თავის მეგობარს დაურეკა, რომელმაც მოაკითხა და სახლში წაიყვანა. მხოლოდ იქ აღმოაჩინა მამაკაცმა პატარა გაკერილი ჭრილობა სათესლე პარკებზე, თუმცა დიდი ყურადღება მაშინაც არ მიუქცევია მისთვის, მაგრამ ჭრილობა ნელ-ნელა გასივდა და ტკივილმაც იმატა. როცა საღამოსათვის ტკივილი უკვე აუტანელი გახდა, კაცი იძულებული გახდა "სასწრაფო დახმარებისათვის" გამოეძახებინა. მხოლოდ ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გაირკვა, რომ ბოროტმოქმედმა საუნაში მას ოპერაცია გაუკეთა, ამოაჭრა რა სათესლე ჯირკვლები.

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ მამაკაცის გენიტალიებზე პროფესიონალმა ქირურგმა "იმუშავა".


"პაციენტს ნამდვილად იუველირული ოპერაცია გაუკეთეს, მას ამოკვეთეს სათესლე ჯირკვლები და გაუკერეს სისხლძარღვები. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საქმე ნამდვილად პროფესიონალმა ქირურგმა გააკეთა"- ამბობენ ექიმები.


ბოროტმოქმედმა ქალმა მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა - მას გაუკერავი დარჩა ერთი პატარა სისხლძარღვი და სწორედ ამან გამოიწვია გართულება.

საქმეს მოსკოვის პოლიცია იძიებს. ისინი არ გამირიცხავენ ვესიას, რომ ეს იყო მოტყუებული ცოლის მიერ შეკვეთილი სასტიკი შურისძიება; არსებობს მეორე ვერსიაც: ვიღაცას სასწრაფოდ სჭირდებოდა სათესლე ჯირკვლების დონორი. ასეა თუ ისე, საბრალო ლოველასი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტრავმირებული დარჩა და ღალატისათვის სასტიკად დაისაჯა.


14
1449
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1449
  
2015, 12 ივლისი, 13:50
:DDD იუმორს არ უჩივი
2015, 12 ივლისი, 13:48
წადი და დატოვეს ნაცვლად წადი და გაიყოლე გამოუვიდათ :დ:დ:დ
2015, 12 ივლისი, 13:46
ვიხუმრე, თორე გულისამრევია ეგეთი საქციელი..გიღალატა? წადი და დატოვე, რა საჭიროა ეგეთი სადიზმი?
2015, 12 ივლისი, 13:43
რა უნდა გაუკეთო ისეთი რომ ეგეთი რამ დაიმსახურო "ზნაჩიტ"
2015, 12 ივლისი, 13:40
დაიმსახურა იმ კაცმა..ზნაჩიტ :DDDD
2015, 12 ივლისი, 13:36
მე საკუთარი თვალით მყავს პაციენტი ნანახი რომელსაც ცოლმა ააჭრა სათესლეები ბრიტვით ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ საქართველოშიც ხდება ეგეთები ესა ხართ ქალები :დ
2015, 12 ივლისი, 13:12
მაშაააა
2015, 12 ივლისი, 13:10
იმან იკითხოს ვინც ეგეთია :D
2015, 12 ივლისი, 13:08
გამაცინეე..ხოდა მოიმკეთ რაც დათესეთ :DDDD
2015, 12 ივლისი, 13:04
აბა სამსახურში,სამეზობლოში და საახლობლოში საყვარლის გაჩენა არ შეიძლება :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10