"არ მინდა დედაჩემივით ქმარს გავშორდე"-ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილს დედის გზის გავლა არ სურს
ნანუკა ჟორჟოლიანი შოუბიზნესის პოპულარული სახე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტია. მას საკმაოდ საინტერესო და აქტიური პირადი ცხოვრება და კარიერა აქვს. ნანუკა დაქორწინებულია ირაკლი კოდუაზე, რომლისგანაც ერთი ვაჟი საბა ჰყავს. პირველი უიღბლო ქორწინებიდან კი მას ერთი ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე ჰყავს. ჟურნალისტი 16 წლის იყო, როდესაც დედა გახდა. უფროს ქალიშვილთან გამორჩეული ურთიერთობა აქვს, მეგობრობენ, ერთად გაიზარდნენ და ფაქტიურად, ტყუპებივით არიან. ნანუკა მარიამის განათლებაში დიდ ინვესტიციას დებდა, რამდენიმე მასწავლებბელთან დაჰყავდა და სასწავლებლად საზღვარგარეთაც ჰყავდა გაგზავნილი. გოგონამ დედას იმედები გაუმართლა, ის ამერიკაში ბარდის უნივერსიტეტში ისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილს ბევრი საერთო აქვთ, ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდებიან. "მე ბავშვობაშივე ვიცოდი რა მინდოდა, ის კი დღემდე არკვევს, ძიებაშია. მე უფრო მებრძოლი ვარ, მარიამის დაზარალება კი უფრო ადვილად შეიძლება. მარიამი მხიარული, დბალანსებული და მშვიდია, მე კი ასე არ შემიძლია"-ამტკიცებს ნანუკა.
მარიამს დედა ძალიან უყვარს, მაგრამს მისი გზის გავლა არ სურს: "ნანუკა 16 წლის იყო, რომ გამაჩინა. მე 17 წლის ვარ და ვერ წარმომიდგენია, ახლა შვილი როგორ უნდა მყადეს. სხვას არასდროს გავკიცხავ, ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და სხვაზე როგორ უნდა ვთქვა რამე, მაგრამ არ მინდა, დედაჩემის მაგავსად ქმარს გავშორდე. მინდა, ქმართან ერთად ვცხოვრობდე, ბევრი შვილი მყავდეს და მათზე ძიძის გარეშე ვიზრუნო".
დადა-შვილი ზოგჯერ კამათობენ კიდეც, მაგრამ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. მარიამი პირადი ცხოვრების ყველა დეტალს დედას უყვება, რადგან მისგან უკეთეს რჩევას მიიღებს, ვიდრე მეგობრებისაგან.