სხვა როგორ გადაარჩინეს მკვდრებმა ცოცხლები- "სასწაული ანდებში" 2015, 10 ივლისი, 11:12 ეს მეტად უცნაური ამბავი, თუმცა უფრო სასწაული, 1972 წელს მოხდა. ურუგვაის, რაგბის ახალგაზრდული ნაკრები 45 ეკიპაჟიანი თვითმფრინავით -ჩარტერული რეისი ნომერი 571, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ჩილეში გაფრინდა. ურუგვაიდან ჩილეში მოსახვედრად ამ პატარა თვითმფრინავით ხანგრძლივი ფრენა მოუწევდათ, ვინაიდან სამხრეთ ანგენტინაში ანდების გადაფრენით უნდა გადასულიყვნენ მის ჩრდილოეთ ნაწილში, პირდაპირ მთების თავზე კი სახიფათო იყო ფრენა. თუმცა პილოტი ვერ აღმოჩნდა ჩრდილო ნაწილში, რადგან მთების ნაწილს წამოედო თვითმფრინავი, დაიმტვრა და პირდაპირ თოვლში სიმაღლიდან ვარდნა განიცადა. კატასტროფის დროს 12 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 5 დაიკარგა, რომლებიც მეორე დღეს ასევე დაღუპულები იპოვეს. რაგბის გუნდის მწვრთნელი-Nando Parrado, რომელიც -30 გრადუს ტემპერატურაზე ცხედრებზე იწვა რამოდენიმე ათეული საათის განმავლობაში, გადარჩა. ექიმებმა, რომელთაც მწვრთნელი მოგვიანებით გასინჯეს, თქვეს რომ სწორედ იმ მკვდარი სხეულების წყალობით გადარჩა ცოცხალი, რომლებიც გაყინულ თოვლზე იყო თავმოყრილი, ვინაიდან კრიოთერაპიამ (სხეულის ყინულებით გაგრილებით მკურნალობა) შეაფერხა ტვინში სისხლის ჩაქცევისა და სხეულში მიმდინარე ყველა პროცესი, იხსნა კომისგან და ტვინის უჯრედებიც გამოცოცხლდა.
თვითმფრინავში იმყოფებოდა მწვრთნელის- ნანდოს დედა და უმცროსი და. დედა კატასტროფის შემთხვევისას გარდაიცვალა, ხოლო და- დაჭრილი იყო, ნანდოს ის 3 დღე-ღამის მანძილზე ჩახუტებული ყავდა, თუმცა მაინც გარდაიცვალა. ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე თოვლით სავსე საფარსა და გამყინვარებაში, საკვებისა და თბილი სამოსის გარეშე მყოფთ მოუწიათ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნარჩენებში ყოფნა. კატასტროფიდან 11 დღის შემდეგ მავთულით რადიო სიხშირე დაიჭირეს, სადაც გაიგეს, რომ სამაშველო სამსახურმა უშედეგოდ დაასრულა მათი ძებნა და ყველანი დაღუპულად იყვნენ გამოცხადებულები, ვინაიდან თეთრი თვითმფრინავი თოვლის საფარმა შემოსა და შეურთდა მთის პეიზაჟს, რამაც ხილვადობის არე დაბინდა, ხოლო 2 კვირის შემდეგ ჩამოწვა ზვავი და კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა და გადარჩენილთა რიცხვი 45 მგზავრიდან მხოლოდ 16 იყო. წყალი მათ საერთოდ არ ჰქონდათ, თუმცა ახერხებდნენ თვითმფრინავის ალუმინის ფირფიტებზე გაელღვოთ ყინული, ჩაესხათ ბოთლებში და შეენახათ ტანსაცმლის ქვეშ, რათა ისევ არ გაყინულიყო. რაც შეეხება საკვებს, ის მათ საერთოდ არ ჰქონდათ, შიმშილს დიდხანს ვერ გაუძლებდნენ, ამიტომ უნდა ეკვებათ თავი მკვდარი მგზავრებით. ვინაიდან ერთმანეთის ახლობელი და ოჯახის წევრი იყო იქ უმეტესობა, ჭამა პილოტის ცხედრით, მათთვის სრულიად უცხო ადამიანით დაიწყეს. იმყოფებოდნენ გადარჩენილებს შორის კათოლიკე მორწმუნეები, რომელთა რელიგია მსგავს კანიბალიზმს კრძალავდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდათ. თავის გადარჩენა მხოლოდ წყალი და საკვები როდი იყო, Nando Parrado, Numa Turkatti და Antonio Visintin-მა მოიფიქრეს მთიდან თავის დასაღწევი გზა. უნდა წასულიყვნენ დასავლეთით რამოდენიმე მილის მოშორებით თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან, სადაც ფრენის დროს პილოტის თქმით ჩილეს მწვანე დაბლობი იყო. 18 წლის Roberto Canessa არ დაეთანხმა მათ გეგმას და მოუწოდა მათ გამოეზამთრათ, თუმცა სხვა ყველა დანარჩენმა მაინც გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მათი "მარში" თავიდან წარმატებული გამოდგა, ვინაიდან მიაგნეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის უკანა ნაწილს და საბარგულს, სადაც თავიანთ ნივთებში შოკოლადს, სიგარეტს, სუფთა ტანსაცმელსა და ახალ ელემენტებს წააწყდნენ. მეორე ღამეს ამინდი მკვეთრად გაუარესდა და ლამის ყველა დაიღუპა ყინვის გამო, მიხვდნენ რომ გარდაუვალი იყო ასე ფეხით მთაში გავლით ცოცხლებს ჩაეღწიათ, ამიტომ არჩიეს უკან ფიუზელაჟში დაბრუნება და ნაპოვნი მატერიების და ტანსაცმლის მეშვეობით საძილე ტომრები შეკერეს. Nando Parrado და Roberto Canessa-მ გადაწყვიტეს განეგრძოთ გზა მარტოებს დაბლობის ძიებაში, წაიღეს თან ხორცის მარაგი და განაგრძეს გზა. ნანდო დიზენტერიით დაავადდა და ფაქტობრივად რობერტომ ის ზურგით ათრია, 9-ე დღეს კი მაიტენესის ხეობას მიადგნენ და მდინარეც გამოჩნდა, სადაც საბედნიეროდ ფერმერი- სერხიო კატალანო აღმოჩნდა. გაოცებული ფერმერი გაშტერებით შესცქეროდა ორ გამხდარ, დათოვლილ კაცს, რომლებიც ეს ესაა მთებიდან ჩამოვიდნენ. მდინარის მეორე ნაპირიდან წყლის სწრაფი დინებისგან გამოწვეული ხმაურის გამო ფერმერმა ვერაფერი გაიგო თუ რას ითხოვდნენ ეს გაურკვეველი მგზავრები, ამიტომ მან მოახერხა გადაეგდო მათთვის ფურცელი და საწერი და შესაბამისად მიიღო ახსნა-განმარტებაც. თვითმფრინავის კატასტროფიდან ეს 71-ე დღე იყო- 22 დეკემბერი. ფერმერის დახმარებით ნანდო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო რობერტო კი მაშველ თვითმფრინავთან ერთად გაემართა მეგობრების გადასარჩენათ. ყველა ვერ დაეტია თვითმფრინავში, ამიტომ ნაწილი ისევ კატასტროფის ადგილას დარჩა, მათ საკვები და წყალი დაუტოვეს და მეორე დღეს წამოიყვანეს იქიდან. ყველა მათგანმა გაიარა მკურნალობა მაღალ წნევიან ადგილას ამდენხნიანი ყოფნის შემდეგ მიღებული ზიანის, დეჰიდრატაციისა (დეჰიდრატაცია არის ორგანიზმში სითხის დეფიციტი, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა ადამიანი იმაზე მეტი რაოდენობით სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს. იმ შემთხვევაში, როცა სითხის დეფიციტის შევსება არ ხდება, ვითარდება სერიოზული გართულებები. მსუბუქი და საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს ყურადღებას იპყრობს პირის სიმშრალე, ძილიანობა და დაღლილობა, წყურვილი, შარდის რაოდენობის შემცირება, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა ან გაბრუების შეგრძნება. მძიმე დეჰიდრატაცია, რაც გადაუდებელი მდგომარეობაა, ხასიათდება ძლიერი წყურვილით, გაღიზიანებითა და შფოთვის შეგრძნებით, კანის, პირის ღრუსა და ლორწოვანების მკვეთრი სიმშრალით, ქრება ოფლიანობა, გამოყოფილი შარდის რაოდენობა ძალიან მცირეა ან შარდის წარმოქმნა წყდება, თვალები მშრალია, ქვეითდება არტერიული წნევა, სუნთქვა აჩქარებულია, ხშირია ცხელება, მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ცნობიერების დარღვევა) და არასწორად კვების გამო. 28 დეკემბერს კი ისინი უკვე იმყოფებოდნენ პრეს-კონფერენციაზე და ყვებოდნენ სასწაულად გადარჩენის ამბებს. მას შემდეგ ამ ამბავს მოიხსენიებდნენ როგორც "სასწაული ანდებში", ხოლო Nando Parrado კი თანამშრომლობდა მწერალთან Paul Pierce Reid-თან, რომელიც მუშაობდა წიგნის გამოცემაზე- მოგონებები ჩარტერული რეისი ნომერი 571-ის ავბედითი ფრენის დროს. 1993 წელს ფილმიც კი გამოვიდა სახელწოდებით "ცოცხლები" (Live). Nando Parrado მოგვიანებით დაბრუნდა სამშობლოში და აღმოაჩინა, რომ მის მამას, იმ მოტივით, რომ ცოლიც, ვაჟიც და უმცროსი ქალიშვილიც დაღუპული ყავდა, გაუნადგურებია სახლში ყველა ნივთი, რაც მათ მოგონებას გამოიწვევდა, რათა უფრო ადვილად გადაეტანა ეს უდიდესი ტკივილი. ნანდო კი წლების შემდეგ გახდა ავტომრბოლელი, ბიზნესმენი და ტრენინგებში წამყვანი სახე. ესეც Nando Parrado-ს ფოტო, ერთადერთი ნივთი რაც მის სახლს ძველი ნივთებიდან შემორჩა მამის მიერ განადგურების შემდეგ. 861 16-ს მოსწონს |
გაზიარებულიაო და არ გამაზიარებინა...