x
image
WhiteBlack
რა სჭირს ქართულ ფეხბურთს? ევროპა ლიგიდან სამივე ქართული კლუბი გამოვარდა!

imageდასრულდა ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. 9 ივლისი ქართული კლუბებისთვის უიღბლო გამოდგა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს სამივე ქართული კლუბი გამოეთიშა ევროპალიგას. ამდენ მარცხს, ალბათ დამეთანხმებით, უიღბლობას ევრ დავაბრალებთ. უკვე რამდენიმე წელია ყველა ქართული კლუბი ევროსარბიელზე ფიასკოს განიცდის და არამარტო კლუბი, არც საქართველოს ეროვნული ნაკრები ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. თითქოს ბრძოლა არის თითქოს მონდომებაც, მაგრამ ბოლომდე საქმე ვერ მიდის. რისი ან ვისი ბრალია ეს? ფეხბურთის ფედერაციის? შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ბავშვთა ფეხბურთს, მაგრამ თბილისის "დინამოს" აკლია რაიმე? თითქმის ყველაფერი აქვთ. ვერავინ იტყვის, რომ დინამოს ფინანსები არ აქვს და ცუდი ფინანსური მდგომარეობაა კლუბშიო. შესაძლებელია ბათუმის დინამოსა და ცხინვალს ნაკლები ფინანსები ქონდეთ ვიდრე თბილისის დინამოს, მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ საკმარისი არ აქვთ ფეხბურთის სათამაშოდ. მაშინ რა სჭირს ქართულ ფეხბურთს? რისი ბრალია ამდენი მარცხი?


“დინამო თბილისმა” სტუმრად, აზერბაიჯანულ “გაბალასთან” 2:0 წააგო შეხვედრა და ტურნირს გამოეთიშა. 2 მატჩის ჯამში “გაბალამ” 3:2 დაამარცხა თბილისური გუნდი და ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. 88-ე წუთზე გოლი მამადოვმა გაიტანა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი სხვაობა 2-მდე ანტონოვმა გაზარდა.


რაც შეეხება “ცხინვალის” მატჩს, კახა კაჭარავას გუნდი 1:3 დამარცხდა. 37-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მთავარი მწვრთნელის შვილმა, ნიკა კაჭარავამ. დღეს ერთადერთი ქართული გოლი კილასონიამ შეაგდო თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.


ბათუმის “დინამომ” სტუმრად “ომონიასთან” 2:0 დათმო შეხვედრა. 55-ე წუთზე ტეტუნაშვილმა წითელი ბარათი მიიღო. ეს ის ტეტუნაშვილია, რომელმაც ზესტაფონში გამართულ მატჩში გოლი გაიტანა.


ამრიგად, ევროთასებზე ერთადერთი ქართული კლუბი დარჩა – გორის “დილა”.


0
387
2-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0