x
image
თათანიკა
2012 წლის ავადმყოფობის პროგნოზირება ზოდიაქოს ნიშნის მეშვეობით.

ვერძი

ეცადეთ თავი აარიდოთ გაციებასა და გრიპს. ექიმთან პროფილაკტიკის სახით გაიარეთ გამოკვლევა.ეცადეთ ძალიან არ გადაიღალოთ, რაგდან გადაღლა დეპრესიამდე მიგიყვანთ. ასევე პროფილაქტიკის მიზნით გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სისხლძარღვებთან დაკავშირებით, რადგან არის საშიშროება რომ ამის შედეგად ჩამოგიყალიბდეთ ქრონიკული თავის ტკივილი.


კურო

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს გაზაფხულზე უფრო სიფრთხილე მართებთ, რადგან წელიწადის ამ მონაკვეთში იზრდება ტრამვების რისკი. გაუფრთხილდით ნაწლავებს და აკონტროლეთ წონა და ქრონიკული დაავადებების მკურნალობა დაგეგმეთ შემოდგომაზე.



image




ტყუპები

სურვილი ყველაფრის გაკონტროლებისა და ერთდროულად უამრავი საქმის მოჭიდებამ შეიძლება ნერვულ სტრესამდე მიგიყვანოთ. წლის დასაწყისიდანვე აუცილებლად ეწვიეთ სტომატოლოგს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის ამის დიდი აუცილებლობა არ არის.


კირჩხიბი

გაზაფხული გაციების გარეშე არ ჩაივლის. ზაფხულში და შემოდგომაზე დაიცავით დიეტა, რადგან ადვილი შესაძლებელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით შეგექმნათ პრობლემები. ნაკლებად ჭამეთ შემზვარი და ცხარე საკვები და გირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესით იკვებოთ.

ლომი

წლის დასაწყისში ლომები თავს კარგად იგრძნობენ, მაგრამ არ ღირს მოდულება. შვებულების პერიოდში ლომები უნდა ერიდონ ტრამვებსა და საკვებისგან მოწამვლას. წლის ბოლოს, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ გულის სისტემასა და ღვიძლს.

ქალწული

რაც შეეხება ქალწულებს, მათ ვურჩევთ ყურადღება მიაქციონ სასუნთქ მილსა და ყელს, რაგდან შეიძლება ადვილად გაცივდნენ. შეეცადეთ დაიცვათ სწორი დიეტა, მიიღეთ ბევრი ვიტამინი და სწორად იკვებეთ, რადგან, წინააღმდეგ სემთხვევაში შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები არა მარტო კანსა და კუჭნაწლავთან დაკავშირებით, არამედ თმასთან და ფრჩხილებტანაც.


სასწორი

ამ წელს აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა, რადგან შესაძლოა თქვენია რომელიმე ავადმყოფობა ბოლომდე არ არის განკურნებული. ყურადღება მიაქციეთ ხერხემალსა და სახსრებს. ზაფხულში შესაძლოა თირკმლებთან დაკავშირებით შეგექმნათ პრობლემები. და ასევე, ნუ გაინებივრებთ თავს ლუდის დალევით.


ღრიანკალი

2012 წელს არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ თვითგანკურნების მეთოდით ტავი დაიძვრინოთ ავადმყოფოფისგან, თუნდაც ეს იყოს უბრალო გაციებაც კი. ცუდად ყოფნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რადგან ავადმყოფობის გართულების რისკი მაღალია.


მშვილდოსანი

გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში მშვილდოსნების სუსტი წერტილი ნერვული სისტემა და სისხლძარღვები იქნება. შესაძლოა ამას დაემატოს უძილობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანება. ეცადეთ სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდოთ.

თხის რქა

ამ წელს ქრონიკული დაავადებები არ შეგაწუხებთ. სეზონურ გაციებებსაც ადვილად გაუმკლავდებით. აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ გულსისხლძარღვთა სისტემას, ჩაერთეთ ფიზიკურ ვარჯიშში, დაიცავით დიეტა და ეცადეთ ნაკლებად ინერვიულოთ.


მერწყული

წლის დასაწყისშივე სრული გამოკვლევა ჩაიტარეთ, რადგან გამოკვლევის დახმარებით საშუალება მოგეცემათ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებვი. ზაფხულისკენ თქვენი იმუნიტეტი გაუმჯობესდება და წლის ბოლომდე ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეგექმნებათ.


თევზები

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულების სუსტი წერტილი არის: საჭმლის მონელების სისტემა და სახსრები. ასევე მოსალოდნელია მწვავე ალერგია. მთლიანობაში ცუდი წელი არ გელით.

5
474
5-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
474
  
2012, 17 ივნისი, 21:44
სიმართე ყოფილა
2012, 26 მაისი, 15:07
მდააა,ვეცდები არ ვინერვიულო:)))
2012, 23 მაისი, 3:10
ვაიმე რა ცუდია ((((
2012, 23 მაისი, 3:06
შემიძლია ვთქვა რომ თითქმის 100% დაემთხვაა :)))))
0 1 5