სხვა ერთი ფრაზით ბედნიერებაზე 2015, 9 ივლისი, 17:14 ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე. ქვემოთ გთავაზობთ
ყველაზე ცნობილ ციტატებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ხალხში
არის გავრცელებული ან სხვადასხვა დროს, ცნობილი ადამიანების მიერ არის
წარმოთქმული.
ბედნიერებაა, როდესაც სული აღარ გთხოვთ იმას, რაც მას არა აქვს და ხარობს იმით, რაც აქვს.
ბედნიერება, ის კი არა არის, როდესაც ყველაფერი გაქვთ, არამედ ის, როდესაც იღებთ სიამოვნებას იმით, რაც გაქვთ.
ბედნიერებაა, როდესაც ადამიანები, რომლებიც არ მოგწოთ, თავადაც თავს გარიდებენ.
ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრებაში, მორიგი პრობლემა დასრულებულია და შემდეგი ჯერ არ დაწყებულა. ყველაზე კარგი საჩუქარი მოხვევაა. ის ყველას ერგება ზომაში და არავინ არ იქნება წინააღმდეგი, თუ უკან დაუბრუნებთ.
ბედნიერი ის კი არ არის, ვინც ცხოვრებაში “სწორ" გზას აირჩევს, არამედ ის, ვისაც უყვარს თავის მიერ არჩეული გზა. გზაზე შემხვედრი თითოეული ქვა, თითოეული აღმართი და დაღმართი... ცხოვრების სიყვარული ანიჭებს ადამიანს ყველაზე დიდ ბედნიერებას. ფულში არ არის ბედნიერება და არც ფულით შეიძლება მისი ყიდვა.
ნუ დააკავებთ მას ვისაც წასვლა უნდა, ნუ ჰკრავთ ხელს მას, ვინც მოდის და ბედნიერება თავად გიპოვით. ო. ხაიამი ბედნიერებას გასაღები არ სჭირდება, მისი კარები მუდამ ღიაა. დედა ტერეზა ადამიანები რამდენადაც უბედურები არიან, იმდენად ბოროტები არიან. უ. სომერსეტი ნაწყენები ცდილობენ ვინმეს აწყენინონ, ბედნიერები - სხვა გააბედნიერონ. ბედნიერებაა, როდესაც გვერდს ჩაუვლი აფთიაქს, იმიტომ რომ, არაფერი გაწუხებს. გვერდს ჩაუვლი მაღაზიას, იმიტომ რომ, ყველაფერი გაქვს და სახლში მიდიხარ, იმიტომ რომ, იქ გელოდებიან. ბედნიერებაა, როდესაც ყველა სახლშია.
ბედნიერი ის იქნება, ვინც შურს კი არა, აღფრთოვანებას ისწავლის.
320 5-ს მოსწონს
|