x
image
გვანცა1234
,,მაპატიე, შვილო. მე რომ აქ ვარ. მაპატიე, ჩემი არსებობა''-გელა დაიაურის მილოცვა გარდაცვლილ ვაჟს

პოეტი, ფილოლოგი, ლინგვისტი კავკასიური ენების განხრით გელა დაიაური სოციალურ ქსელში წერს: “მაპატიე, შვილო...
მე რომ აქ ვარ... მაპატიე, ჩემი არსებობა... მე ხომ მიზეზი ვარ შენი ბოლო
ამოსუნთქვის.... აქედან გილოცავ დაბადების დღეს... მიყვარხარ და
მახსოვხარ... უფალი გფარავდეთ მანდ შენ, დედიკოს და ჯარჯის...
მიყვარხართ...''. imageშეგახსენებთ, რომ 2010 წლის 22 ივლისს, ხევსურეთში მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა.
მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათანგენობიდან დაბრუნებული 10 ადამიანი
ავტოკატასტროფაში მოყვა. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში სწრაფად მიმავალი
მანქანა ხრამის პირზე მოცურდა. მძღოლმა, ბერდია არაბულმა საჭე ვერ
დაიმორჩილა და მიცუბიშის მარკის ჯიპი მდინარე არღუნში რამდენიმე მეტრის
სიმაღლიდან გადავარდა. ამ ადგილზე წყალი ღრმა არა, მაგრამ ცივი და ძალიან
სწრაფია.

დაიღუპა შვიდი მგზავრი - 2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი
დაიაურები დედასთან, თეონა ქუმსიაშვილთან ერთად, 4 თვის მამუკა არაბული კი
მშობლებთან ბერდია და სოფიკო არაბულებთან ერთად. ასევე დაიღუპა თეონას და
ნათია ქუმსიაშვილი. დემეტრე, ჯარჯი და თეონა შატილის სკოლა-ინტერნატის
დირექტორის და პოეტის გელა დაიაურის ცოლ-შვილი იყო. გელა ოჯახთან და ცოლის
და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში.

კატასტროფას მხოლოდ გელა, 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილი და 21 წლის თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ. image

3
431
11-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
431
  
2015, 10 ივლისი, 21:12
საშინელი ტრაგედია :((((((((
2015, 9 ივლისი, 20:38
გული მტკივა ამ ოჯახის ისტორიაზე :(((
2015, 9 ივლისი, 16:58
:( :(
0 1 3