სხვა როგორ მოვატყუოთ ალკო-ტესტი? 2015, 9 ივლისი, 13:12 პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ ე.გ ალკო-ტესტი არის აპარატი, რომლითაც ზომავენ ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობას და რომლითაც აღჭურვილია ნებისმიერი საგზაო პატრულის თანამშრომელი. ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა პრომილებით იზომება. თუ პრომილების რაოდენობამ ოცს გადააჭარბა, მძღოლი ნასვამად ითვლება. ამ შემთხვევეაში კი იგი 200 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობა ჩამოერთმევა. აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება შესაძლებელი გახდება. ალკო-ტესტის გარშემო მრავალი მითი თუ მოსაზრება არსებობს. მაგალითად აბსურდული მოსაზრება, რომ თუ ალკოჰოლის მიღებისას, პარალელურად დალევთ წყალს, ალკო-ტესტი არ მოახდენს რეაგირებას, ან სუნამოს მიპკურების შემდეგ ის აღარ გაწითლდება. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ალკო-ტესტი შეიძლება შეცდეს და სრულიად ფხიზელ ადამიანს პრობლემები შეუქმნას. თუმცა ამ თემას სხვა დროს შევეხებით. დღეს კი ვისაუბებთ სხვადასხვა ხერხებზე, რომლებიც მოქალაქეებმა თავად დატესტეს და რომელთა საშუალებითაც შეძლებთ ალკო-ტესტის მოტყუებას. ნარკოლოგების მტკიცებით გადარჩებით, თუკი რამდენჯერმე ჩაისუნთქავთ ღრმად ალკო-ტესტის ჩატარების წინ, რადგან ალკოჰოლის შემადგენლობა სისხლში განისაზღვრება ირიბად, ამოსუნთქული სპირტის კონცენტრაციით ჰაერში. 2855 16-ს მოსწონს |
:–)