x
image
გვანცა1234
როგორ მოვატყუოთ ალკო-ტესტი?

პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ ე.გ ალკო-ტესტი არის აპარატი, რომლითაც ზომავენ ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობას და რომლითაც აღჭურვილია ნებისმიერი საგზაო პატრულის თანამშრომელი. ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა პრომილებით იზომება. თუ პრომილების რაოდენობამ ოცს გადააჭარბა, მძღოლი ნასვამად ითვლება. ამ შემთხვევეაში კი იგი 200 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობა ჩამოერთმევა. აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება შესაძლებელი გახდება. imageალკო-ტესტის გარშემო მრავალი მითი თუ მოსაზრება არსებობს. მაგალითად აბსურდული მოსაზრება, რომ თუ ალკოჰოლის მიღებისას, პარალელურად დალევთ წყალს, ალკო-ტესტი არ მოახდენს რეაგირებას, ან სუნამოს მიპკურების შემდეგ ის აღარ გაწითლდება. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ალკო-ტესტი შეიძლება შეცდეს და სრულიად ფხიზელ ადამიანს პრობლემები შეუქმნას. თუმცა ამ თემას სხვა დროს შევეხებით. დღეს კი ვისაუბებთ სხვადასხვა ხერხებზე, რომლებიც მოქალაქეებმა თავად დატესტეს და რომელთა საშუალებითაც შეძლებთ ალკო-ტესტის მოტყუებას. imageნარკოლოგების მტკიცებით გადარჩებით, თუკი რამდენჯერმე ჩაისუნთქავთ ღრმად ალკო-ტესტის ჩატარების წინ, რადგან ალკოჰოლის შემადგენლობა სისხლში განისაზღვრება ირიბად, ამოსუნთქული სპირტის კონცენტრაციით ჰაერში.
ამა თუ იმ გამოცდილი მოქალაქის თქმით კი ალკო-ტესტს მოატყუებთ, თუ კი არ ჩაბერავთ, არამედ პირიქით შეისუნთქავთ. ასევე, თუ შეისუნთქავთ ჰაერს, გაიჩერებთ პირში და მხოლოდ ამ შესუნთქულ ჰაერს ჩაბერავთ. (ანუ ფილტვებიდან ამოსუნთქულ ჰაერს არ ჩაბერავთ).
ნელა ამოისუნთქეთ ალკო ტესტიდან მოშორებით, შემდეგ უცებ ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ ალკო ტესტზე.
აგრეთვე არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით გაზიანი სასმელი და კოფეინი ანეიტრალებს ალკოჰოლის დოზას ორგანიზმში.
შეგახსენებთ, რომ დარწმუნებულნი ვერ ვიქნებით ამ ხრიკების ეფექტურობაში.
ამ ხერხების მიუხედავად მოგიწოდებთ: ნუ მართავთ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში და საფრთხეში ნუ ჩააგდებთ საკუთარ და გარშემომყოფების სიცოცხლეს! თანაც ამდენ ალქიმიკოსობას, ჯობია ტრანსპორტით იმგზავროთ და მშვიდად მიხვიდეთ სახლში. imageდა ბოლოს ერთი კურიოზული ფაქტი ისევ და ისევ ამ თემის გარშემო: ერთ-ერთი ქეიფის დროს ოჯახის უფროსმა ღვინო დალია, ცოტა ცოლსაც დაალევინა და პატარა შვილსაც. პატრულმა რომ გააჩერა ჩაბერა და რათქმაუნდა გააწითლა. კაცმა შარი მოსდო, გაფუჭებულია თქვენი აპარატიო, აგერ ცოლი ჩაბერავსო. ჩაბერა ცოლმა და მანაც გააწითლა. მოდი ახლა შვილსაც ჩავაბერინებო, ჩაბერა პატარამ და გააწითლა, დაბნეულმა პატრულმა იფიქრა მართლა გაფუჭდაო და გამოუშვა ოჯახი. image

5
2855
16-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2855
  
2015, 10 ივლისი, 15:37
კი, რათქმაუნდა, მაგრამ პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელმაც მოატყუა ასე ალკო ტესტი.
2015, 10 ივლისი, 3:31
არ არსებობს რომ მოატყუო რა ჩასუნთქვა რის ჩასუნთქვა ჯობია ნასვამი არ დაჯდეთ საჭესთან
2015, 9 ივლისი, 22:09
უყურე შენ :)))))
2015, 9 ივლისი, 15:10
ჰაჰა ნუ იტყვი :D
2015, 9 ივლისი, 14:45
დახე რა ხრიკები გცოდნიათ!
:–)
0 1 5